გავი ესპანეთის 18-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს

"ბარსელონას" ტალანტი, გავი ესპანეთის 18-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.
ჟურნალისტ ალბერ როგეს ინფორმაციით, 17 წლის ფეხბურთელი საფრანგეთში გასამართ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 29 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ნაკრებში უხმეს "ბარსას" სხვა ახალგაზრდებსაც: დიეგო ალმეიდა, ანდერ ასტრალაგა, ფაბიან ლუსი, არნაუ კასასი და ილიას აკომაში.
"ბლაუგრანა" შემდეგ მატჩს სწორედ 29 აგვისტოს ჩაატარებს ("ხეტაფესთან"), მომდევნო შეხვედრა კი 11 სექტემბერს ელის ("სევილიასთან"), რაც იმას ნიშნავს, რომ გავი კატალონიურ კლუბს არ დააკლდება.
17 წლის ნახევარმცველმა პრესეზონზე თავი კარგად გამოიჩინა, თუმცა "ბარსელონას" პირველ გუნდში ოფიციალური დებიუტი ჯერ არ ჰქონია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]