ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 23 აგვისტო

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 23 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 23 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

23 აგვისტოს "ბარსელონამ" 5 ოფიციალური თამაში ჩაატარა. კატალონიელებმა 4 მატჩი მოიგეს და 1 წააგეს.

1929 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი უნგრელი თავდამსხმელი ზოლტან ციბორი. 1958-1961 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 58 თამაში ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. ციბორმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

1946 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი მარსიალი. 1969-1977 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 276 თამაში ჩაატარა და 61 გოლი გაიტანა. მარსიალმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და 1 ბაზრობათა თასი მოიგო.

1971 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი იტალიელი ნახევარმცველი დემეტრიო ალბერტინი. 2004/05 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 6 თამაში ჩაატარა. ალბერტინიმ კატალონიურ გუნდში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1997 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში 2-1 მოგების შემდეგ "ბარსამ" "რეალთან" მადრიდში 1-4 წააგო და ტიტული მეტოქეს დაუთმო.

2009 წელი

ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" "ბილბაო" 3-0 დაამარცხა, ორი შეხვედრის ჯამში 5-1 მოიგო და ტიტულს დაეუფლა. გოლები მესიმ (2) და ბოიანმა გაიტანეს.

2012 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში "ბარსელონამ" "რეალი" 3-2 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები პედრომ, მესიმ და ჩავიმ გაიტანეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 27 აგვისტო 2021 08:06
    0
    Fantastic days
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 24 აგვისტო 2021 14:19
    0
    მოკლედ სუპართასების თამაშების დღეებია სულ.
    Culé [?]
    #2 23 აგვისტო 2021 19:52
    1
    რამდენი დაბადების დღეა 😃😂❤️
    Culé [?]
    #1 23 აგვისტო 2021 12:31
    1
    barca-2 barca-1 barca-5 ლიგა უნდა დადოთ წელს
    --------------------
    THUGS