მირალემ პიანიჩი ფიორენტინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

მირალემ პიანიჩი ფიორენტინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

"ბარსელონას" ბოსნიელი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი, დიდი ალბათობით, კატალონიურ გრანდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს.

ჟურნალისტ ჯაკომო იაკობელისის ინფორმაციით, ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები ადასტურებენ, რომ მისი მომავალი კლუბი, შესაძლოა, "ფიორენტინა" იყოს - ამჟამად, ფლორენციურ კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბოლო პერიოდში პიანიჩი, რომელსაც "ბარსასთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, "იუვენტუსს", "ინტერსა" და "მილანს" დაუკავშირეს.

ყველაზე აქტიურად მას "ბებერი ქალბატონის" რიგებში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ტურინელებმა "სასუოლოდან" მანუელ ლოკატელი შეიძინეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 აგვისტო 2021 08:35
    0
    ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები ადასტურებენ, რომ მისი მომავალი კლუბი, შესაძლოა, "ფიორენტინა" იყოს.
    მოკლედ ამაზე და მორიბაზე მთელი ნიუსების ნახევარი მაინც მიდის. და მაინც აქ არიან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 აგვისტო 2021 03:27
    0
    ციტატა: Bobi
    რო მახსენდება, რო არტურის მაგივრადაა მოყვანილი ორჯერ უფრო მეტად მეშლება ნერვები

    აბა ბიჭოს
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #2 22 აგვისტო 2021 22:04
    0
    რო მახსენდება, რო არტურის მაგივრადაა მოყვანილი ორჯერ უფრო მეტად მეშლება ნერვები
    ფანი [?]
    #1 22 აგვისტო 2021 21:07
    1
    მაგრად არ დაგვაკლდები მირალემ