ბარსელონას ლუკ დე იონგი შესთავაზეს

კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ჰოლანდიელი ცენტრფორვარდის, ლუკ დე იონგის ტრანსფერი შესთავაზეს.
30 წლის ფეხბურთელი "სევილიაში" და ნიდერლანდების ნაკრებში თამაშობს. დე იონგს ეროვნულ გუნდში რონალდ კუმანი 2 წლის განმავლობაში წვრთნიდა და შესაბამისად, "ბარსას" დამრიგებელი მას კარგად იცნობს.
წყაროს ცნობით, ლუკ დე იონგის შეძენა, ამ დროისთვის, "ბარსელონას" პრიორიტეტი არ არის. კლუბი თავდამსხმელის დამატებას მოგვიანებით, სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეების განმავლობაში ეცდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]