ტანგი ნდომბელეს ბარსელონაში ან რეალში თამაში სურს
"ტოტენჰემის" ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე ამ ზაფხულში ლონდონური კლუბის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Athletic ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ნდომბელეს "ბარსელონაში" ან "რეალში" გადასვლა უნდა, ხოლო მიუნხენის "ბაიერნი" ფრანგი ფეხბურთელის შეძენის სურვილს გამოთქვამს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, "დეზებს" 24 წლის მოთამაშის მინიმუმ 60 მილიონ ევროდ გაშვება სურთ, ეს კი ნდომბელეს "ბლაუგრანაში" გადმოსვლას გამორიცხავს, რადგან ძნელი წარმოსადგენია, რომ "ბარსამ" ამჟამინდელი ფინანსური კრიზისის პერიოდში ფეხბურთელში ამხელა თანხა გადაიხადოს.
ტანგი ნდომბელე "ტოტენჰემში" 2019 წლიდან ირიცხება. მის ანგარიშზე ლონდონური კლუბის მაისურით 75 მატჩი, 8 გოლი და 8 ასისტია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]