პედრო რომადან ლაციოში გადავიდა

"ბარსელონას" ყოფილი შემტევი, პედრო როდრიგესი, "რომადან" მეორე რომაულ კლუბში, "ლაციოში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
34 წლის ფეხბურთელი "ბარსას" აკადემიის აღზრდილია, კატალონიელთა პირველი გუნდის რიგებში კი იგი 2008/15 წლებში ირიცხებოდა.
"ბლაუგრანას" დატოვების შემდეგ ესპანელმა საფეხბურთო კარიერა ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელა, 2020 წელს - ინგლისიდან "რომაში" გადაბარგდა, დღეს კი "ლაციოსთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"ბარსელონაში" ასპარეზობისას კანარელმა 321 მატჩში თავი 99 გოლითა და 62 ასისტით გამოიჩინა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]