ატლეტიკთან შეხვედრის მსაჯი ცნობილია

ატლეტიკთან შეხვედრის მსაჯი ცნობილია

21 აგვისტოს, ლა ლიგის მეორე ტურის მატჩში, "ბარსელონა" ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ამ შეხვედრის მთავარ მსაჯად ხუან მარტინეს მუნუერა დანიშნა.

39 წლის არბიტრმა კარიერა 2006 წელს ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში დაიწყო, 2010 წელს ის "სეგუნდა დივიზიონში" დააწინაურეს, 2013 წელს კი ლა ლიგაში მსაჯობის უფლება მიიღო. მუნუერა 2015 წელს ფიფას არბიტრი გახდა. 

მარტინესს "ბარსას" მონაწილეობით 26 შეხვედრა განუსჯია. აქედან კატალონიურმა კლუბმა 18 მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და 4 წააგო. მუნუერას "ლურჯ-ბროწეულისფერი" ფეხბურთელებისთვის 56 ყვითელი და არცერთი წითელი ბარათი უჩვენებია.

"ბარსელონას" მეტოქის, "ატლეტიკის" მატჩებში 39 წლის არბიტრს 23-ჯერ უმსაჯია. ბილბაოური კლუბის სტატისტიკა ასეთია - 12 მოგება, 2 ფრე და 9 მარცხი. მუნუერამ ბასკებს 47 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 20 აგვისტო 2021 00:53
    1
    ესპანელი და კაი მსაჯი არ ვიცი მე 😃
    ფანი [?]
    #4 19 აგვისტო 2021 23:42
    0
    დაიბადა ესპანეთის ქალაქ ბენიდორნში, 39 წლის..
    blush ვიკიპედიაში მეტი არაფერია, 2015 წლიდან უეფას ყველა ტურნირზე მსაჯობს..
    ვსიო, მორჩა
    წევრი [?]
    #3 19 აგვისტო 2021 23:35
    1
    nika 54,
    აღარაა ის დრო მთავარი მსაჯები რო წყვიტავდნენ ახლა ყველაფერს ვიდეო რეფერ წყვეტს და ყველაფერში მიზეზებს რატო ვეძებთ აზრზე არა ვარ
    Culé [?]
    #2 19 აგვისტო 2021 21:18
    0
    კაი მსაჯი ჩანს
    --------------------
    ARTHUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 აგვისტო 2021 16:13
    0
    ისე ზოგიერთ ფეხბურთზე წერისას წარმოშობასაც კი გვიყვებით ხოლმე და აქ ძნელია მოიძიოთ სადაურია? ვთქვათ მადრიდელი ან სევილიელი თუ ვიგოელი ან ვალენსიელი, მალაგელი თუ ბილბაოელი. რომ პატარა წარმოდგენა შეგვექმნას, რას გვიპირებს. მადრიდელი მსაჯები არც მალავენ რო რეალს გულშემატკივრობენ და სხვებზე შეგვიქმენით წარმოდგენა. ციცის სთხოვეთ ხოლმე და ის ზუსტად წარმოგვიდგენს უფრო.