ბარსა იმედოვნებს, რომ პედრი სექტემბერში დაისვენებს

Sport-ის ჟურნალისტის, ტონი ჟუანმარტის ცნობით, "ბარსელონაში" იმედოვნებენ, რომ ესპანეთის ნაკრების თავკაცი, ლუის ენრიკე პედრის სექტემბრის სანაკრებო პაუზისას "ფურია როხას" განაცხადში არ შეიყვანს.
ძალიან გადატვირთული სეზონის შემდეგ, "ბარსას" სურს, 18 წლის ფეხბურთელმა საბოლოოდ დაისვენოს და 2-კვირიანი შვებულება აიღოს - კლუბი ლუჩოს გადაწყვეტილების მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი.
წყაროს ცნობით, გონსალესი, რომელმაც გასულ სეზონში სარეკორდო 73 მატჩი ჩაატარა, ნებისმიერ გადაწყვეტილებას ბედნიერი შეხვდება.
საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ, პედრიმ მონაწილეობა ევრო 2020-სა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიიღო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]