Sport: მირალემ პიანიჩი ინტერში გადასვლას განიხილავს

Sport: მირალემ პიანიჩი ინტერში გადასვლას განიხილავს

"ბარსელონას" ბოსნიელ ნახევარმცველს, მირალემ პიანიჩს, კატალონიური კლუბის დატოვება სურს.

Sport-ის ცნობით, პიანიჩისთვის პრიორიტეტს "იუვენტუსში" გადასვლა წარმოადგენს, თუმცა ტრანსფერი "ბიანკონერიდან" აარონ რემსის წასვლაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი კვირით ადრე, "იუვენტუსს" უელსელის თაობაზე შეთავაზება არ მიუღია.

შესაბამისად, პიანიჩმა სხვა წინადადებების განხილვა დაიწყო. კატალონიური გამოცემის მტკიცებით, ამ მომენტისთვის, ფავორიტი "ინტერია", თუმცა პიანიჩით კიდევ რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

2020 წლის ზაფხულში "ბარსამ", არტურ მელოს სანაცვლოდ, პიანიჩი და 10 მილიონი ევრო მიიღო, თუმცა გარიგების დადებიდან ერთი წლის შემდეგ, შეიძლება, ითქვას, რომ ორივე კლუბისთვის, ბარტერი წარუმატებელი გამოდგა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 აგვისტო 2021 04:55
    0
    ციტატა: CHEPE
    და ტოტი იძახოდა იუვეს საკვანძო იგროკი იყოო:დ:დ იუვეს რომ უნდოდეს აქამდე მოახერხება წაყვანას:დ:დ ამაზეა ნათქვამი ვერც იქ მიმიღონ არც აქ დამტოვონ მერე სად წავიდეო:დდ

    აბაა ტოტი რა გიჟია
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 აგვისტო 2021 13:01
    1
    ინტერნეტში კი არა ცოტახანში საბერძნეთის აკადემიაში თამაში მოგენატრება. დროზე წადი სანამ დროა
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 აგვისტო 2021 12:49
    0
    ალბათ ხვალ დაიწერება, რომ პიანიჩი ინტერს მიუახლოვდა, მერე ახალი ვარიანტი გამოჩნდა იუვეს უნდაო, მერე ასე ახლოს პიანიჩი ბარსადან წასვლასთან ასე ახლოს არ ყოფილაო და ბოლოს კი ვიცით. პიანიჩის მსურველები რადარიდან გაქრაო. არ გეზარებათ ერთ ფეხბურთელზე 10 სხვადასხვანაირი სიახლის წერა, ყოველგავარი წყაროს მითითების გარეშე?