ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 18 აგვისტო

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 18 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 18 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

18 აგვისტოს "ბარსელონამ" 3 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 2 მოიგეს და 1 წააგეს.

1971 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი შვედი მცველი პატრიკ ანდერსონი. 2001-2004 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 33 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

1998 წელი

"ბარსელონას" მაისურით ჩავი ერნანდესის ოფიციალური დებიუტი შედგა. ესპანეთის სუპერ თასზე "მალიორკასთან" 1-2 წაგებულ შეხვედრაში სტუმართაგან ერთადერთი გოლი სწორედ მან გაიტანა.

2004 წელი

"ვილაფრანკასთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (6-0) "ბარსელონას" შემადგენლობაში სამუელ ეტო'ოსა და დეკუს დებიუტი შედგა.

2013 წელი

ტატა მარტინოსა და ნეიმარის სადებიუტო მატჩში, ლა ლიგის პირველ ტურში "ბარსელონამ" "ლევანტე" 7-0 გაანადგურა. კატალონიელები პირველი ტაიმის შემდეგ უკვე 6-0 იგებდნენ. გოლები მესიმ (2), პედრომ (2), ალვესმა, ჩავიმ და სანჩესმა გაიტანეს.

2014 წელი

გამპერის თასზე "ლეონთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (6-0) "ბარსელონას" მაისურით ლუის სუარესის დებიუტი შედგა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 19 აგვისტო 2021 04:55
    0
    2014 იც
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 აგვისტო 2021 13:02
    0
    1998 მაგარი წელი იყო
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 აგვისტო 2021 12:57
    0
    ვინმეს გახსოვთ როდის დაიწყო ეს რუბრიკა: ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში?
    მაინტერესებს, ერთი წელი რო შეუსრულდება, მაგით დამთავრდება თუ ახალ კრუგზე წავლენ.
    Culé [?]
    #1 18 აგვისტო 2021 11:48
    3
    2013 წელი განსხვავებული იყო მაინც. დიდი იმედები და განსხვავებული ემოციები.კლუბის და მესის ზენიტში ყოფნა
    თან ნეიმარიც რო გადმოვიდა, ვინ იფიქრებდა მაშინ მასთან და მესისთან ერთად ერთადერთ ლიგას რო მოვიგებდით მხოლოდ და ასე რო ჩამოიშლებოდა ერთ დროს დიდი კლუბი :))))