რონალდ კუმანის ნათელი მესიჯი რიკი პუჩს

ლა ლიგის პირველ ტურში "ბარსელონამ" "რეალ სოსიედადს" 4-2 სძლია. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია რიკი პუჩს, რომელსაც, Mundo Deportivo-ს ცნობით, რონალდ კუმანმა ნათელი მესიჯი გაუგზავნა.
კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, ნიკო გონსალესისა (რომელიც თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო) და გავისგან განსხვავებით, ნიდერლანდელ სპეციალისტს პუჩისთვის გახურებაც კი არ მოუთხოვია - ამ უკანასკნელმა მთელი მატჩი სკამზე გაატარა და მოთელვა არ დაუწყია.
უცნობი არავისთვისაა, რომ კუმანს 22 წლის ნახევარმცველი არ მოსწონს - რონალდი მის გაშვებას გუნდის ჩაბარებისთანავე აპირებდა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელი, "ბარსაში" წარმატების მიღწევის დიდი სურვილის გამო, დღემდე კლუბშია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]