ბარსამ ბილბაოსთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

ბარსამ ბილბაოსთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

პოსტ მესის ეპოქაში პირველი ოფიციალური მატჩის მოგებისა და ლა ლიგის წარმატებით დაწყების შემდეგ, "ბარსელონა" დღეს დილით "სიუტატ ესპორტივაზე" ვარჯიშს დაუბრუნდა. რონალდ კუმანის გუნდის მომდევნო სამიზნე "სოსიედადის" 4-2 დამარცხების შემდეგ "ბილბაო" იქნება.

ფეხბურთელებმა, რომლებმაც გუშინდელ შეხვედრაში არ ითამაშეს, ჩვეულებრივ ივარჯიშეს, ხოლო ის მოთამაშეები, რომლებმაც მატჩში მონაწილეობა მიიღეს, აღდგენითი სამუშაოებით დაკავდნენ.

კატალონიური გუნდი მორიგ ვარჯიშს ხვალ 11 საათსა და 15 წუთზე გამართავს და სეზონის პირველი გასვლითი თამაშისთვის მზადებას გააგრძელებს.

"ბლაუგრანა" "ბილბაოს" შაბათს თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაუპირისპირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 აგვისტო 2021 06:16
    0
    მდაა
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 აგვისტო 2021 13:14
    0
    ბილბაოში მარტინის ჰეტთრიკი მინდა. მიდი მარტინ შენ შესძლებ ამას!