ფილიპე კოუტინიო ბარსას არ დატოვებს

ფილიპე კოუტინიო ბარსას არ დატოვებს

დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე კატალონიის "ბარსელონა" ლა ლიგის პირველ მატჩში "სოსიედადს" დაუპირისპრდება. შეხვედრისათვის "ბლაუგრანამ" განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც სამუელ უმტიტი, მირალემ პიანიჩი და კოლიადო ვერ მოხვდნენ.

Cope-ს ინფორმაციით, ეს იმითაა განპირობებული, რომ ხსენებული მოთამაშეები რონალდ კუმანის გეგმებში ვერ ჯდებიან.

განაცხადს მიღმა ასევე დარჩა ფილიპე კოუტინიოც, თუმცა მასთან დაკავშირებით წყარო სხვა ცნობებს გვაწვდის. როგორც ცნობილია, ბრაზილიელი ფეხბურთელი გუნდის რითმს ფეხს ჯერ ვერ უწყობს, ვინაიდან, მან ტრავმის გამო 220 დღე უქმად გაატარა. შესაბამისად, სიაში ვერ მოხვედრის მიზეზი სწორედ ესაა, და არა ჭორები, თითქოს კლუბს მისი გაყიდვა სურს. 

ფილიპემ უკანასკნელი დაზიანება 2020 წლის 3 დეკემბერს მიიღო, რის შემდეგაც, "ბარსას" 33 შეხვედრაში ვერ დაეხმარა. 

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეი მანაიმ კოუტინიოს 14-ნომრიანი მაისური აიღო. ამ ფაქტმა მედიაში ფილიპეს გადაბარგებასთან დაკავშირებით უამრავი მითქმა-მოთქმა გააჩინა. თუმცა წასვლას თუ გამოვრიცხავთ, მოვლენები შესაძლოა, შემდეგი 2 ვარიანტით განვითარდეს: 1. გუნდს პიანიჩი დატოვებს და კოუტინიო მის 8 ნომერს აიღებს. 2. კოუტინიო 10 ნომერს აიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #11 21 აგვისტო 2021 06:30
    0
    ცოტახანში ამას ალბათ 10 ნომერსაც ჩააცმევენ
    --------------------
    ARTHUGS
    ფანი [?]
    #10 15 აგვისტო 2021 23:50
    1
    ციტატა: nika 54
    ხო აბა რა, თუ ვინმეს ეკუთვნოდა ლეოს მაისური ეს კოუტინოა.

    ჩემს კოშმარში
    --------------------
    ჩავიესტა vs სუა მესი
    Culé [?]
    #9 15 აგვისტო 2021 23:07
    0
    წელს ალბათ ბოლო შანსი ექნება კოუტინიოს, გრიზმანს და დემბელეს მათ თუ ეს სეზონი ჩააგდეს ნამდვილათ არ ღირს შემდეგში მათი ნდობა..
    [?]
    #8 15 აგვისტო 2021 20:34
    0
    წელს გამოჩნდება რისი მაქნისები არიან ეს გრიზმანი მესის გარეშე დარჩენილი ალბა და ვინც წელს ჩააგდებს აღარც უნდა განიხილონ იმისი დატოვება
    Culé [?]
    #7 15 აგვისტო 2021 20:17
    1
    10 ნომერს ვერავინ აიღებს წელსო ხო ითქვა უკვე?
    --------------------
    ARTHUGS
    ფანი [?]
    #6 15 აგვისტო 2021 20:10
    0
    კოუ მაგრად მინდა ბარსას 10 იანის შანსი დაიმსახურო... იმედია შეხვალ ფორმაში.
    წევრი [?]
    #5 15 აგვისტო 2021 20:00
    1
    შანსი უნდა მიეცეს კლასი აქვს ამ ბიჭს საკმაოდ ძლიერია უბრალოდ დაიმტვრა და ფორმაც დაკარგა. ამ სეზონშიც თუ ვერ გაამართლა ბოსტანში დავაბათ და მხოლოდ ბალახი და წყალი მივცეთ.
    Culé [?]
    #4 15 აგვისტო 2021 19:52
    1
    ციტატა: La Pulga10
    ვაფშეტა პუჩს 6 რატომ მისცეს?დე იონგი 6,პედრი 8,ესე გაასწორებდა.

    იმიტომ რომ ხავის ნაირი ცეტია
    --------------------
    ARTHUGS
    Culé [?]
    #3 15 აგვისტო 2021 19:20
    1
    ვაფშეტა პუჩს 6 რატომ მისცეს?დე იონგი 6,პედრი 8,ესე გაასწორებდა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #2 15 აგვისტო 2021 19:16
    0
    8 ნომერი აუცილებლად პედრის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 აგვისტო 2021 19:08
    4
    ხო აბა რა, თუ ვინმეს ეკუთვნოდა ლეოს მაისური ეს კოუტინოა.