პრემიერ ლიგაში ფრანსიშკუ ტრინკაუს დებიუტი შედგა
"ბარსელონადან" "ვულვერჰემპტონში" განათხოვრებულმა ფეხბურთელმა, ფრანსიშკუ ტრინკაუმ პრემიერ ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
პორტუგალიელმა პირველ შეხვედრაში მოედანზე 86 წუთი დაჰყო, მისმა გუნდმა კი, ჯეიმი ვარდის გოლის გამო, "ლესტერთან" მინიმალური სხვაობით, ანგარიშით, 0-1 წააგო.
21 წლის შემტევი, იჯარის წესით, "ვულვზში" 2022 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს, რა დროის განმავლობაშიც მის ხელფასს ინგლისური კლუბი გადაიხდის, შემდეგ კი მათ მოთამაშის გამოსყიდვა შეეძლებათ.
"ბარსამ" ტრინკაუ 2020 წელს "ბრაგადან", 31 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა, თუმცა მან გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]