ანსუ ფატის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

"ბარსელონას" ტალანტი, ანსუ ფატი სარეაბილიტაციო პროცესს განაგრძობს.
AS-ის ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელი გუნდს 12 სექტემბერს, ლა ლიგის მე-4 ტურში, "სევილიასთან" სტუმრად გასამართი მატჩისთვის დაუბრუნდება, რის შემდეგაც მალევე ჩემპიონთა ლიგა დაიწყება.
ანსუმანემ ტრავმა გასული წლის ნოემბერში მიიღო. როგორც აღმოჩნდა, დაზიანება საკმაოდ მძიმე გამოდგა, საბოლოოდ კი, საჭირო გახდა, მისთვის მენისკი ამოეჭრათ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]