ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 14 აგვისტო

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 14 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

14 აგვისტოს "ბარსელონამ" 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა. კატალონიელებმა 2 მატჩი მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1968 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ონესიმო სანჩესი. 1989-1990 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 5 თამაში ჩაატარა. სანჩესმა კატალონიურ გუნდში ესპანეთის თასი მოიგო.

2002 წელი

"ბარსელონას" პირველ გუნდში ვიქტორ ვალდესის დებიუტი შედგა. ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბლაუგრანამ" ვარშავის "ლეგია" 3-0 დაამარცხა. გოლები ფრანკ დე ბურმა, რიკელმემ და კოკუმ გაიტანეს.

იმავე მატჩში "ბარსას" რიგებში გაისკა მენდიეტასა და ხუან რომან რიკელმეს დებიუტიც შედგა.

2010 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში "ბარსელონა" "სევილიასთან" სტუმრად 1-3 დამარცხდა. სტუმართაგან გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.

2011 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში მადრიდში "რეალ მადრიდთან" გამართული შეხვედრა 2-2 დასრულდა. სტუმართაგან გოლები ვილიამ და მესიმ გაიტანეს.

იმ მატჩში "ბარსელონას" რიგებში ალექსის სანჩესის დებიუტი შედგა.

2011 წელი

"ბარსელონამ" "არსენალიდან" სესკ ფაბრეგასის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

2015 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში "ბარსელონა" ერნესტო ვალვერდეს "ბილბაოსთან" სტუმრად 0-4 განადგურდა.

2016 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში "სევილიასთან" სტუმრად "ბარსელონამ" 2-0 მოიგო. გოლები სუარესმა და მუნირმა გაიტანეს.

2020 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნთან" ანგარიშით 2-8 განადგურდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 14 აგვისტო 2021 13:51
    1
    იმ დედაგასაგუდ ბართომეუს წააკითხეთ ამ სტატიის ბოლო ნაწილი🤬
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 აგვისტო 2021 13:15
    2
    2016 წელი მაგარი დღე იყო. მიღმა კაი გოლი შეაგდო
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 აგვისტო 2021 12:29
    2
    გლოვის დღედ გამოაცხადეთ
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #2 14 აგვისტო 2021 11:33
    2
    ამის მკადრებელი დაცვა გვყავს ისევ, სემედუს შეტენეს ყველაფერი ეგ აღმოჩნდა სუსტი რგოლიი დაცვის თურმ, სი*ი ლენგლე ისევ გუნდში გდია და დებილი ალბა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 აგვისტო 2021 11:14
    3
    საშინელი დღეა, კალენდრიდან რო ამოიღოთ არ გიცდიათ.