როგორი იქნება ბარსელონას შემადგენლობა მომდევნო სეზონში | Sport

როგორი იქნება ბარსელონას შემადგენლობა მომდევნო სეზონში | Sport

კატალონიური გამოცემა Sport 2021/22 წლების სეზონში "ბარსელონას" სავარაუდო ძირითად შემადგენლობასა და ყველა პოზიციაზე პოტენციურ ალტერნატივებს აქვეყნებს. 

Sport მოიაზრებს, რომ რონალდ კუმანი 4-3-3 ფორმაციითა და შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:

ტერ შტეგენი; ალბა, არაუხო, პიკე, დესტი; პედრი, ბუსკეტსი, დე იონგი; ფატი, დეპაი, გრიზმანი.

ცენტრალურ დაცვაში რონალდ არაუხო სასტარტო შემადგენლობაში კლემან ლანგლესა და სამუელ უმტიტის ადგილს დაიკავებს, რომელთაც აშკარა რეგრესი აქვთ. ლანგლე ტრავმირებულია, უმტიტის კლუბიდან წასვლა კი მხოლოდ დროის ამბავია. ამავე პოზიციაზე შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძოლებენ ერიკ გარსია და ოსკარ მინგესაც.

ჟორდი ალბას კონკურენტი ახალგაზრდული გუნდიდან დაწინაურებული ალეხანდრო ბალდეა, სერჟინიო დესტს კი კონკურენციას ახალწვეული ემერსონი გაუწევს. 

ნახევარდაცვაში ისევ ტრადიციული სამეულია. მირალემ პიანიჩი, რომელმაც კლუბი წესით მალე უნდა დატოვოს, სათადარიგოთა სკამზე მოიაზრება, ისევე, როგორც ფილიპე კოუტინიო, რიკი პუჩი და სერჟი რობერტო. მათთან ერთად არიან აკადემიის ფეხბურთელები - გავი და ნიკო. 

ცენტრფორვარდის პოზიციაზე სასტარტოში ძირითადად მემფის დეპაი იქნება, რომელსაც ხშირად სერხიო აგუერო შეცვლის. მარტინ ბრეითუეიტი რონალდ კუმანისთვის მხოლოდ მესამე ვარიანტია. 

შეტევის მარცხენა ფლანგზე ანსუ ფატის კონკურენტი უსმან დემბელე იქნება (ეს მხოლოდ სეზონის მეორე ნაწილში, რადგან ჯერჯერობით ორივე ტრავმირებულია), მარჯვნივ კი ანტუან გრიზმანს კონკურენციას იუსუფ დემირი და ალექს კოლიადო გაუწევენ. 

"ბარსა" ახალი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 15 აგვისტოს, "სოსიედადის" წინააღმდეგ გამართავს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #14 14 აგვისტო 2021 17:39
    0
    ეხლა რაც მალე გამოჯამრთელდებიან ფეხბურთელები კარგია რომ ძალღონით სავსეები და ბრძოლის უნარიანი იყოს კლუბი...
    დალშე არაა ცუდი სასტავი შეიძლება ნდობა..
    გულშემატკივარი [?]
    #13 14 აგვისტო 2021 03:50
    0
    შარშან ხო მთელი სეზონი ლიგის მე-6 თამაშის შემადგენლობით ითამაშა სულ ერთი მესი უშლიდა სიას ხელს და ეხლა ოცნებაც აიხდინა ამ ჰოლანდიელმა )))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 14 აგვისტო 2021 02:17
    0
    მესის მაგივრად დეპაი, სულ ეს შეიცვალა და ამით გვინდა შარშანდელზე უკეთესი სეზონის ჩატარება? unamused
    ფანი [?]
    #11 13 აგვისტო 2021 22:54
    1
    ტერ შტეგენი - არაუხო, გარსია, ემერსონი, ალბა - ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი - კოუტინიუ - გრიზმანი, დეპაი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 13 აგვისტო 2021 20:04
    0
    ფატი ჯერ ფორმაში შევიდეს და მერე ვილაპარაკოთ მაგის ძირითადობაზე პედრის მაგივრად კოუტინიო და ცენტრში ბრაიტვაიტი(სხვა გზა არაა)
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #9 13 აგვისტო 2021 20:04
    2
    ვერ ვხვდები თუ უმტიტის ვერ ყიდიან იმიტომ რომ მაიმუნი ხეზე აძვრა და აღარ ჩამოდის. არ ჯობია დუბლების სკამზე გადასვან? მაგალითი მაინც იქნება სხვებისთვის. ხომ არის საშინაო თამაშები სადაც 95% მოგებული ვართ წინასწარ ვიცით. 3-0 4-1 ზე გამოიყვანოს ბოლო 1-2 წუთი და აგინოს მაიმუნი დედმამა მთელმა სტადიონმა. არ ვამბობ რომ უნდა გაწყვიტოს კონტრაქტი აჩუქოს ბარსას მილიონები და წავიდეს. მაგრამ ხომ ხედავ რომ წლებია იმ ხელფასის მეზუთედს არ იმსახურებ რასაც გუხდიან. მოიკელი 2-3 მილიონი ხელფასი და გადადი ევროპულ ნორმალურ გუნდში და ითამაშე ის სპორტი რომელიც წესით უნდა გიყვარდეს. არ გინდა მაშინ წადი დუბლებში და თვეში ერთხელ მიიღე კამპნოუსკან დედის ფათაზის ტრიალი. მაგრამ
    ამ გუნდში პატარა ყვერები მარტო ფეხბურთელებს კი არა მართველობასც აქვს.
    Culé [?]
    #8 13 აგვისტო 2021 19:59
    0
    [quote=Shaa Ko]შეტევა ბევრად უკეთ შეიძლება რომ დალაგდეს...
    მაგალითად, მემფისი მარცხნივ, შუაში აგუერო, გრიმანი მარჯვნივ, ამათ უკან კოუტინიო გამთამაშებლის პოზიციაზე
    [/quote
    გამორიცხულია ფატი ძირითადის მოთამაშე უნდა იყოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 13 აგვისტო 2021 19:48
    0
    ახალგაზრდების იმედი მაქვს თორე დიდები არ გაიშვას სადმე
    --------------------
    THUGS
    გულშემატკივარი [?]
    #6 13 აგვისტო 2021 18:55
    0
    შეტევა ბევრად უკეთ შეიძლება რომ დალაგდეს...
    მაგალითად, მემფისი მარცხნივ, შუაში აგუერო, გრიმანი მარჯვნივ, ამათ უკან კოუტინიო გამთამაშებლის პოზიციაზე
    ფანი [?]
    #5 13 აგვისტო 2021 18:48
    1
    კოუს ათამაშებს იმედია მე-2 ტაიმში

    სოსიედათთან ვისურვებდი პირველ ტაიმში ასეთ სასტავს ძირითადში.
    შტეგო
    ემერსონი-გარსია-არაუხო-ალბა
    პედრი-დე იონგი-კოუ
    გრიზი-დეპაი-ფატი
    Culé [?]
    #4 13 აგვისტო 2021 18:37
    2
    Coutinho თუ ჯანმრთელად იქნა ძაან დაგვჭირდება მესის არ ყოფნაში, და სერიოზული ძალაც იქნება
    --------------------
    WE DID IT 6:1
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 აგვისტო 2021 18:26
    0
    ციტატა: totti10
    ამ ცენტრს და ამ დაცვას ბურთს ტავზე გადაახევენ რა პიკე რა ალბა რა ბუსკესი ბიჭოოოოო ახალგაზრდები დააყენე, კოუტინიო დააყენე მესის ფლანგზე სადაც დაფრინავდა ლივერში, მოკლედ ლიგის ზონაში თუ მხოვდა გუნდი მადლობლები უნდა ვიტოთ

    კოუტინიო რომ მესის ფლანგზე დააყენოს, გამოვა, რომ მიზანმიმართულად გაუშვეს კაპიტანი და ასეთ მამაძაღლობას გეგმავდნენ
    შუა სეზონში "აღმოაჩენენ", რომ მისთვის ეს პოზიცია ჯობია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 აგვისტო 2021 17:56
    1
    Sport მოიაზრებს, რომ რონალდ კუმანი 4-3-3 ფორმაციითა და შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:
    ტერ შტეგენი; ალბა, არაუხო, პიკე, დესტი; პედრი, ბუსკეტსი, დე იონგი; ფატი, დეპაი, გრიზმანი.
    ჩვენც ეგრე გვეგონა რო მოდიოდა, მაგრამ ამის 3-5-2 მოგვასპო.
    ფანი [?]
    #1 13 აგვისტო 2021 17:24
    1
    ციტატა: JustBarcaLover
    აუ ჩემი მოსაშორებლებს კიდე ტოვეეებთ?!!!! არ ათამაშოთ მაინც იწნებ მიხვდნენ რომ წასასვლელები არიან

    ლანგლე, უმტიტი, კოუ, დემბელე.