მესი, პიკე და აგუერო Golden Foot-ისთვის იბრძოლებენ

მესი, პიკე და აგუერო Golden Foot-ისთვის იბრძოლებენ

Golden Foot-ის 2021 წლის ნომინანტთა სია ცნობილია.

ეს არის ჯილდო, რომელიც ფეხბურთელებს განვლილი კარიერის მიხედვით გადაეცემათ. გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, ფეხბურთელი მინიმუმ 28 წლის იყოს და მას კარიერა დასრულებული არ ჰქონდეს.

ნომინანტებს სპორტული ჟურნალისტები ავლენენ, მათ შორის გამარჯვებული კი ინტერნეტ გამოკითხვით ირკვევა.

2021 წლის კანდიდატთან შორის ჟერარ პიკე, ლიონელ მესი და სერხიო აგუერო მოხვდნენ. ჯილდოსთვის იბრძოლებს "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ნეიმარიც. ნომინანტთა შორის ასევე არიან მოჰამედ სალაჰი, სერხიო რამოსი, რომელუ ლუკაკუ, რობერტ ლევანდოვსკი, ქარიმ ბენზემა და ჯორჯო კიელინი.

Golden Foot ფეხბურთელებს 2003 წლიდან გადაეცემათ. პირველი გამარჯვებული რობერტო ბაჯო იყო, გასულ წელს კი ჯილდო კრიშტიანუ რონალდუს გადაეცა. "ბარსელონას" ფეხბურთელებიდან ეს ჯილდო რონალდოს (2006), რონალდინიოს (2009), იბრაჰიმოვიჩს (2012), ინიესტასა (2014) და ეტო'ოს (2015) მიუღიათ. მათგან იმ დროს "ბარსას" მოთამაშე მხოლოდ ინიესტა იყო, დანარჩენები კი სხვა გუნდებში თამაშობდნენ.

ხმის მიცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 აგვისტო 2021 19:50
    1
    პიკემ უნდა მოიგოს წესით 😁
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #5 13 აგვისტო 2021 17:07
    1
    https://youtu.be/X0PI1P9p2O8 აი რა დავკარგეთ... ყველამ კარგად ვიცით რაც დავკარგეთ მაგრამ გამეორება არ გვავნებს თუმცა ნერვებს კიდევ ერთხელ დაგვაწყვეტავს(((( დღემდე ვერ დამიჯერებია რაც დაგვემართა და ვერც ვერასოდეს ვერ დავიჯერებ... ბოღმა მახრჩობს !!!
    Culé [?]
    #4 13 აგვისტო 2021 16:23
    2
    ჩავის რატო არ მისცეს ვისზე ნაკლები კარიერა ჰქონდა? თუნდაც 2015ში მეტი რა ექნა, დიდ ფეხბურთში დაასრულა მოღვაწეობა და მეორე ტრებლიც გაიფორმა, ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს კაცმა რომ მოიგოს ეგ ჯილდო? ახლა ვინცაა ამ სიაში სულ ორი კანდიდატია რეალური. მაგრამ ლეო სერხიო ნათრევს მაინც იოლად მოუვლის.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 აგვისტო 2021 16:12
    1
    აქ ვინცაა დასახელებული საერთოდ დაფიქრებაც არ ღირს.სალაჰს,რომ მისცენ თუ გამიკვირდეს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 აგვისტო 2021 15:58
    2
    მესისისა უეჭველი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 აგვისტო 2021 15:55
    2
    რავიცი ესეც თუ არ მიიღო ლეომ რომელ ოქროს ბურთზეა ლაპარაკი.