სოსიედადთან თამაშის მსაჯი ცნობილია

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის პირველი ტურის მატჩებისთვის მსაჯები დაასახელა. ცნობილი გახდა "ბარსელონასა" და "სოსიედადის" დაპირისპირების მთავარი არბიტრის ვინაობაც.
15 აგვისტოს გასამართ შეხვედრას ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი განსჯის.
38 წლის არბიტრის სამსაჯო კარიერა 2004 წელს დაიწყო. 2007 წელს ის სეგუნდა დივიზიონში დაწინაურდა, 2012 წლიდან კი პრიმერა დივიზიონის მატჩებში მსაჯობს. 2 წლის შემდეგ ის FIFA-ს არბიტრი გახდა. 2014/15 წლების სეზონში ერნანდესს Marca-სგან საუკეთესო მსაჯის ჯილდო გადაეცა.
ერნანდეს ერნანდესის კარიერის სტატისტიკა ასეთია: 352 თამაში (168 ლა ლიგაში), თამაშში საშუალოდ 5.74 ყვითელი და 0.44 წითელი ბარათი.
ერნანდესს "ბარსელონას" მატჩში 27-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებმა 12 შეხვედრა მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს. ამ არბიტრმა "ბარსას" ფეხბურთელი მოედნიდან მხოლოდ ერთხელ გააძევა (სერჟი რობერტო), მეტოქისა კი 7-ჯერ, აქედან 2-ჯერ მან პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა. "ბარსას" სასარგებლოდ ერნანდესმა 8 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, კატალონიელთა კარში კი - მხოლოდ 2.
"რეალ სოსიედადმა" ერნანდესის მონაწილეობით გამართული 18 თამაშიდან 9 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 6 წააგო. ამ მსაჯს სან სებასტიანელთა ფეხბურთელი არ გაუძევებია, მეტოქეს კი წითელი ბარათი 3-ჯერ უჩვენა. ერნანდესმა ბასკებს 3 პენალტი დაუდო, მეტოქეებს კი - 4.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]