რა სიტუაციაა ახალწვეულების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით

რა სიტუაციაა ახალწვეულების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით

"ბარსელონა" ახალწვეულების დასარეგისტრირებლად მუშაობას განაგრძობს, თუმცა ლა ლიგის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და პროცესი რთულდება.

Mundo Deportivo ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებულ სიტუაციას გვისახავს.

"ბარსელონა" მშვიდადაა და დარწმუნებულია, რომ ლა ლიგის დაწყებამდე მემფის დეპაისა და ერიკ გარსიას დარეგისტრირებას მოასწრებს. გავრცელებული ინფორმაციით, ემერსონი უკვე დარეგისტრირებულია, სერხიო აგუერო კი ნოემბრამდე იუქმებს და მისი ჩარიცხვა საჩქარო არაა. 

"ბლაუგრანას" ფეხბურთელების გაშვება სურს, თუმცა ამას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს. სამუელ უმტიტი, მირალემ პიანიჩი და მარტინ ბრეითუეიტი წასვლის მთავარი კანდიდატები არიან, მაგრამ ისინი კვლავ გუნდში ირიცხებიან. ფრანგსა და ბოსნიელს აცნობეს, რომ კლუბის გეგმებში არ შედიან, თუმცა ორივე მათგანი დარჩენას ამჯობინებს და მომავლის საბოლოო გადაწყვეტას უცდის. მათი კონტრაქტები სხვა გუნდებისთვის მიუწვდომელია, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი იჯარით გაშვებაა.

განსხვავებული სიტუაციაა ბრეითუეიტის შემთხვევაში. დანიელის ანაზღაურება დიდი არაა. მარტინის შეძენა ინგლისურ კლუბებს სურთ და "ბარსა" დარწმუნებულია, რომ მის გაშვებას შეძლებს.

"ბლაუგრანა" გუნდის ლიდერებთან ხელფასის შემცირებაზეც მუშაობს, თუმცა ნაკლები წარმატებით. მიუხედავად ამისა, კლუბს სჯერა, რომ მესის გაშვება სხვებისთვის გაფრთხილება იქნება. ფეხბურთელებმა დაინახეს, რომ არგენტინელის დაკარგვის შემდეგ, ადგილი ან კონტრაქტი არავის აქვს გარანტირებული.

ასეა თუ ისე, "ბარსელონა" სიმშვიდეს ინარჩუნებს და დარწმუნებულია, რომ ახალწვეულების დარეგისტრირებას მოახერხებს.



  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 12 აგვისტო 2021 13:24
    3
    "მესის გაშვება სხვებისთვის გაფრთხილება იქნება. ფეხბურთელებმა დაინახეს, რომ არგენტინელის დაკარგვის შემდეგ, ადგილი ან კონტრაქტი არავის აქვს გარანტირებული."

    მერე ვინ დაეძებს ადგილს? ამათთვის მთავარია ბარსაში ირიცხებოდეს და 10-12 მილიონი წაიღონ სახლში. არ ათამაშებ და თავი არ მოიკლას ან უმტიტიმ ან დემბელემ, იჯდება და ხელფასს დაელოდება. კონტრაქტს რო ვერ გაუწყვიტავენ ეგ ჩვენც ვიცით და გაგრძელებით თუ არ გაუგრძელებ მაგაზე აღარ დარდობენ, იმიტომ რომ კონტრაქტის დამთავრებამდე გამდიდრდებიან ეს უნამუსოები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 12 აგვისტო 2021 13:13
    2
    დეპაი დაარეგისტრირონ მთავარია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 12 აგვისტო 2021 13:09
    0
    ციტატა: lesane C
    ციტატა: totti10
    ციტატა: lesane C
    კუმანიც ვერ უჩმახებს ამათ თორე, ხელფასს თუ არ შეიმცირებენ დაპირდი სკამის ხეხვას და ვნახოთ როგორ არ შეიმცირებენ მერე


    არ კიდიათ :დ :დ ხელფას აიღებენ და :დ :დ

    ყველას არ მგონია ეკიდოს, მაგალითად ალბას,გრიზმანს და ეგეთ სასტავს არ მგონია ეკიდოს, უმტიტს და დემბელეს კი ბატონო

    გრიზმანს მეტი რა უნდა დაუკლო აქეთ თუ მოვიტანს თორე, ამის გარდა მწვრთნელი სახელფასო ადმინისტრაციულ ამბებში თუ ჩაერევვა გუნდში ავტორიტეტს დაკარგავს, მითუმეტეს ბადასას ადმინიატრქციის მხარეს თუ დაიჭერს.მოკლედ კუმანა ფოტოზეა გამოსქხული და გაგვახსენდა თორე არაფერ შუაშია ხელფასებთან
    Culé [?]
    #4 12 აგვისტო 2021 12:28
    0
    ციტატა: totti10
    ციტატა: lesane C
    კუმანიც ვერ უჩმახებს ამათ თორე, ხელფასს თუ არ შეიმცირებენ დაპირდი სკამის ხეხვას და ვნახოთ როგორ არ შეიმცირებენ მერე


    არ კიდიათ :დ :დ ხელფას აიღებენ და :დ :დ

    ყველას არ მგონია ეკიდოს, მაგალითად ალბას,გრიზმანს და ეგეთ სასტავს არ მგონია ეკიდოს, უმტიტს და დემბელეს კი ბატონო
    Culé [?]
    #3 12 აგვისტო 2021 12:16
    0
    კუმანიც ვერ უჩმახებს ამათ თორე, ხელფასს თუ არ შეიმცირებენ დაპირდი სკამის ხეხვას და ვნახოთ როგორ არ შეიმცირებენ მერე
    Culé [?]
    #2 12 აგვისტო 2021 11:58
    1
    გუშინ ვფიქრობდი და აზრზე არ ვარ პირველ ტურში რა შემადგენლობით უნდა ვითამაშოთ, დაცვა კიდე მარტივი გამოსაცნობია, წინ ბუსკეთსი და აი მერე აზრზე არ ვარ ვინ იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 აგვისტო 2021 11:33
    5
    ეგენი მესის დარჩენაშიც გვარწმუნებდნენ.