სამუელ უმტიტი მხოლოდ ტოპ კლუბში გადასვლაზე იქნება თანახმა

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი კატალონიურ კლუბს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს.
როგორც Mundo Deportivo წერს, ფრანგ მოთამაშეს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში დარჩენა სურს. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლამდე მოქმედებს. თუმცა, უმტიტი თანახმა იქნება ისეთ კლუბში გადავიდეს, რომელიც ტიტულებისთვის იბრძოლებს.
სამუელი მიიჩნევს, რომ კარგ ფორმაში იმყოფება და მაღალ დონეზე სათამაშოდ მზადაა. მან ამის დასამტკიცებლად კლუბის ექიმებისგან სიღრმისეული სამედიცინო შემოწმება გაიარა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]