ფეხბურთის ფედერაცია CVC-ისთან გარიგებას უკანონოდ მიიჩნევს

რამდენიმე წუთის წინ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ლა ლიგასა და CVC-ის შორის დადებულ გარიგებაზეა საუბარი.
როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგა ტურნირის სატელევიზიო უფლებების 50 წლით გასხვისებას აპირებს. გარიგების წინააღმდეგ უკვე წავიდნენ "ბარსელონა" და "რეალი". აღნიშნული გარიგების ძალაში შესვლა ხვალ გასამართ ლა ლიგის ასამბლეაზე გადაწყდება.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, ლა ლიგასა და CVC-ს შორის დადებულ შეთანხმებებს მხარს არ უჭერს. ერთი მხრივ, სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს შეთანხმება მომავალში აუცილებლად წარმოქმნის არაერთ სამართლებრივ დავას. ეკონომიკური კუთხით, ეს გარიგება კლუბების სატელევიზიო უფლებებიდან შემოსავალზე იმოქმედებს უარყოფითად, სანაცვლოდ კი კლუბები დაბალ საფასურს მიიღებენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ შეთანხმების ამოქმედება შექმნის უთანასწორო პირობებს და ესპანური პროფესიონალური ფეხბურთის კეთილგონიერ განვითარებას გახდის შეუძლებელს.
ამ საკითხზე, "რეალმა" ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის, წინააღმდეგ, სამართლებრივი დავა დაიწყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]