ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 8 აგვისტო

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 8 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 8 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

8 აგვისტოს "ბარსელონამ" 3 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო და 1 წააგო.

1951 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი ლუი ვან გაალი.

1960 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი პაკო კლოსი. 1980-1988 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 93 თამაში ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. კლოსმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ლიგის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

2001 წელი

ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ბარსელონამ" კრაკოვის "ვისლას" სტუმრად 4-3 მოუგო. რივალდომ ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი კლუივერტმა გაიტანა.

2020 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" "ნაპოლი" 3-1 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები ლანგლემ, მესიმ და სუარესმა გაიტანეს.

2021 წელი

ლიონელ მესი "ბარსელონას" დაემშვიდობა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 აგვისტო 2021 15:17
    0
    2021
    ბარსადან გაგდებულმა მესიმ პრესკონფერენცია ჩაატარა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 აგვისტო 2021 14:22
    0
    CHEPE,
    აბაა გვეთამაშა 2-2 და რა წყნარად გამოვვარდებოდით
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 აგვისტო 2021 11:52
    0
    Kai dge yofila
    --------------------
    THUGS