ფლორენტინო პერესმა ბარსელონა დატოვა

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ახლახან კატალონიის დედაქალაქიდან გაემზგავრა.
პერესი "იუვენტუსის" პრეზიდენტთან, ანდრეა ანიელისთან ერთად ბარსელონაში შუადღისას ჩაფრინდა. მათ ჟოან ლაპორტას თანხლებით ერთ-ერთ რესტორანში ივახშმეს.
ივარაუდება, რომ ლაპორტამ, პერესმა და ანიელიმ, რომლებიც სუპერ ლიგის დამფუძნებლები არიან, სწორედ სუპერ ტურნირთან დაკავშირებით ისაუბრეს.
COPE-ს ჟურნალისტის, ვიქტორ ნავაროს ინფორმაციით, ფლორენტინო პერესმა ლაპორტასთან და ანიელისთან 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ ბარსელონა ცოტა ხნის წინ დატოვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]