L'équipe | მესის შესაძლო ხელფასი ცნობილია

L'équipe | მესის შესაძლო ხელფასი ცნობილია

 დიდი ალბათობით, ლეო მესი კარიერას "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელებს.

არგენტინელი ფეხბურთელისათვის შესაბამისი ხელფასის გადახდა ამ ეტაპზე მხოლოდ პარიზელებს შეუძლიათ. მეორე ვარიანტი "მანჩესტერ სიტი" იყო, მაგრამ პეპ გვარდიოლას თქმით, ჯეკ გრილიშის ტრანსფერმა მესის დამატების შანსები გააქრო.

L'équipe-ს ინფორმაციით, ლეო მესი პსჟ-სთან 2+1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი ხელფასი კი 40 მილიონი ევრო იქნება.

"ბარსელონაში" ლეო ყოველწლიურად 70 მილიონს იღებდა, თუმცა თავისუფალ აგენტად გახდომის შემდეგ 50%-იან შემცირებას დათანხმდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 აგვისტო 2021 14:52
    0
    ჯერ 25 ეწერა, მერე 40 და ახლა უკვე 50-ს წერენ.
    https://www.eurosport.ru/football/ligue-1/2021-2022/story_sto8480361.shtml
    Culé [?]
    #2 6 აგვისტო 2021 23:23
    2
    მესის დოკუმენტურ ფილმში გარკვევით იძახის ეს ნაბიჭვარი, რონალდინიოს გაშვების დრო იყო და მესისთვის 10 ნომერის მიცემისო, ანალოგიური გააკეთა მესის მიმართებაში
    Culé [?]
    #1 6 აგვისტო 2021 23:19
    6
    უკვე ეჭვიც აღარ მეპარება იმაში , რომ ლაპორტამ მესი მოიშორა , დარწმუნდებით ამაში მაშინ , როდესაც იმის მერე რაც მესი წავიდა , ლაპორტა გაუშვებს იმ ხალხს , ვის გამოც კონტრაქტი ვერ გაუფორმეს მესის ! 35 მილიონი - სულ სამი უსაქმურის გაშვება იკმარებდა , სამაგიეროდ , შემოსავალიც უფრო მეტი იქნებოდა , ძალიან ბუნდოვანია ეს ყველაფერი !