მესის "ბარსელონელები" უკვე ემშვიდობებიან

მესის "ბარსელონელები" უკვე ემშვიდობებიან

ლიონელ მესის "ბარსელონადან" წასვლა თანაგუნდელებისათვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდა.

მას შემდეგ რაც არგენტინელის კლუბის დატოვების ამბავი გაირკვა, მოთამაშეები ლეოს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული განცხადებებით გამოემშვიდობნენ.

სერჟიო ბუსკეტსი: "შენ მაშინ მოხვედი, როდესაც ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყავი და აქაურობას ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის სახელით ტოვებ. კლუბი აიყვანე უდიდეს სიმაღლეებზე და წარმატება გუნდურ და ინდივიდუალურ დონეზე მოიპოვე. მე  შენ და შენს ოჯახს მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ, რადგან თქვენ ამას იმსახურებთ. მოგვენატრები."

სერჟიო ბუსკეტსი ლეოს სახლშიც სტუმრობდა და იქიდან 3 საათის შემდეგ წამოვიდა.

ანსუ ფატი: "ლა მასიაში" გაზრდილი ბიჭები ყოველთვის შენთან ერთად თამაშზე ოცნებობდნენ. თავს იღბლიანად ვთვლი, რადგან მე ეს მოვახერხე. მინდა მადლობა გადაგიხადო ერთად გატარეული 2 წლისთვის, ჩემს მიმართ შენი ამაგისა და შენგან მიღებული ცოდნისთვის. მე და ჩემი ოჯახი მუდამ მადლიერი ვიქნებით."

ფილიპე კოუტინიო: "მადლობა ყველაფრისათვის. შენთან ერთად თამაში ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. მადლიერი ვარ, იმით თუ როგორ გვექცეოდი მე და ჩემს ოჯახს ამ დროის განმავლობაში. მომავალში დიდ წარმატებას გისურვებ, ღმერთმა დაგლოცოთ შენ და შენი ოჯახი."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 7 აგვისტო 2021 14:56
    0
    ციტატა: Norman Bates
    კარიერულად მესისთვის უკეთესია ბოლო წლების პსჟ-ში გატარება, ვიდრე ხისთავას ნახირში

    ამას მერე მიხვდებიან, როცა ლეო ალვესის რეკორდს მოხსნის რომელსაც მე მგონი 39 ტიტული აქვს, ლეოს კი ჯერჯერობით 34. აი პსჟ-ში დავიჯერო ყოველ წელს ჩემიონატს და თასს ვერ მოიგებს ნუ + სუპერთასს. მაგრამ უბედურებაა ეს ალვესიც რო არ მიდის და ეხლა კიდევ ერთი ფინალი ელოდება ოლიმპიადაზე.
    Culé [?]
    #3 6 აგვისტო 2021 23:27
    2
    აი ასეთი ფასი აქვს ყველა დროის საუკეთესოს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    რედაქტორი [?]
    #2 6 აგვისტო 2021 23:03
    4
    ძნელად დასაჯერებელი, მაგრამ ეს უკვე გარდაუვალი და გადაწყვეტილია.. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ თავად არ უნდოდა ეს.. ლა ლიგის რეგულაციის ბრალია თუ ხელმძღვანელობის ამასაც აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა.. საკმარისი დრო ჰქონდათ და ვერ/არ გამოიყენეს. სუარესის "გაგდებით" როგორც დაისაჯა კლუბში და ლა ლიგა პირადად მოიგო ურუგვაელმა, მესის შემთხვევაში უარესი მოელის ფინანსურადაც და ისედაც..
    მე მაინც ამ აზრზე ვარ და ვიქნები - პირველ რიგში კლუბის ბრალია! ბართომეუს დროს დაიწყო ეს მარაზმი.. იმედია მომავალ წელს სეგუნდაში გავარდებიან.. გულშემატკივარს ასე არ უნდა ატკინო გული. პირადად კუმანის & დემბელეს ბარსელონას კარგს ვერაფერს ვუსურვებ..
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️

    R e t i r e d
    გულშემატკივარი [?]
    #1 6 აგვისტო 2021 22:53
    9
    კარიერულად მესისთვის უკეთესია ბოლო წლების პსჟ-ში გატარება, ვიდრე ხისთავას ნახირში