❗️ ყველაფერი ლეო მესის ხელშეკრულების გაფორმების თემაზე

❗️ ყველაფერი ლეო მესის ხელშეკრულების გაფორმების თემაზე

Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს "ბარსელონა" ლეო მესის კონტრაქტს გაუფორმებს. არგენტინელი ფეხბურთელი გუშინ საღამოს ბარსელონაში ჩაფრინდა მას შემდეგ, რაც ლა ლიგამ CVC-სთან კონტრაქტი გააფორმა (რაც თავის მხრივ, "ბარსას" მესის გაფორმებაში დაეხმარება).

ახლა კი, გთავაზობთ განახლებად ინფორმაციას ხელშეკრულების თემასთან დაკავშირებით:

16:45 | ლეო მესის მამა, ხორხე მესი უკვე ბარსელონაშია. [jugones]

20:30 | "ბარსელონასა" და ლეო მესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. შეთანხმება, რომელშიც პოზიტივი შეინიშნებოდა, ჩაიშალა და ახლა ლეო მესი ბარსელონასაგან ისე შორსაა, ვიდრე არასდროს. კონტრაქტის გაფორმება თითქმის შეუძლებელი ჩანს. [marca]

20:50 | ლეო მესი "ბარსელონას" ახალი პროექტის წარმატებაში დარწმუნებული არ არის. გუნდის ლიდერები ამის შესახებ უკვე ინფორმირებულნი არიან. [Rac1]

21:00 | ლეო მესისთან მოლაპარაკებების პროცესში გარკვეული დაბრკოლებები წარმოიქმნა, თუმცა, მხარეები ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში არიან, რომ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვონ. [ubenuria]

21:07 | "ბარსელონა" და მესი ერთ გზაზე იყვნენ ერთი თვის წინაც და ახლო მომავალშიც ასე იქნება. [Ashraf bin Ayyad]

21:10 | "ბარსელონასთან" დაახლოებული წყაროები RAC1-თან ადასტურებენ, რომ ლეო მესისთან მოლაპარაკებები ჩაიშალა და სიტუაციის შემობრუნება ვერ მოხერხდა.

21:17 | გასახდელმა ოთახმა უკვე იმედი დაკარგა, რომ ლეო მესი მომდევნო სეზონში "ბარსაში" ითამაშებს. [AS]

21:30 | "ბარსელონა" მესისთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების დადებას გამპერის თასამდე აპირებდა, თუმცა დღეს ახალი პრობლემები გაჩნდა. პრობლემების არსებობა დასტურდება - "ბარსა" და მესი პრობლემების მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. [Fabrizio Romano]

21:24 | მესიმ კლუბს სთხოვა, რომ კონკურენტუნარიანი ფეხბურთელები შეეძინა, რათა ტიტულების მოგებაში გუნდს დამხმარე ძალა ჰყოლოდა. მათ შორის იყო არგენტინელი მცველი, რომერო. [Gerard Romero]

21:25 | ლეო მესისა და "ბარსელონას" შორის მოლაპარაკებებში დაბრკოლებები შეიქმნა, თუმცა კლუბს ჯერაც იმედი აქვს, რომ მესის ახალ ხელშეკრულებაზე დაყოლიებას შეძლებს. [@samuelmarsden], [moillorens]

21:31 | ლა ლიგისაგან მისაღები ინვესტიციის  მიუხედავადაც კი, "ბარსამ" ვერ იპოვა შესაბამისი ფორმულა, რითაც ლეო მესის ლა ლიგაზე დაარეგისტრირებდა. მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პრობლემები სწორედ ამან გამოიწვია. [Sport]. 

21:41 | ლეო მესის პრობლემები "ბარსას" შემადგენლობასთან" დაკავშირებით არ აქვს. მთავარი უთანხმოება სხვა საკითხს ეხება. [@verobrunati]

21:44 | ხავიერ ტებასი და ჟოან ლაპორტა ლეო მესის კონტრაქტს გაფორმების გადადებაზე შეთანხმდნენ - ამისი მიზეზი მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებზე ზეწოლის მოხდენაა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 6 აგვისტო 2021 10:14
    0
    მას შემდეგ, რაც ლა ლიგამ CVC-სთან კონტრაქტი გააფორმა (რაც თავის მხრივ, "ბარსას" მესის გაფორმებაში დაეხმარება).
    აი უკვე ეს ნიუსია ჭორი, როცა ბარსამანია იძახდა მესის კონტრაქტს წინ აღარაფერი უდგასო, მგონი მარტო მე ვკითხულობდი, სადაა კონტრაქტი ამ ბანკთან, როცა მხოლოდ მეორე დღეს აპირებდა ლაპორტას საბჭო ამ კონრაქტზე ბჭობას მიეღოთ თუ არა. აი რატომ გაგირბით წინ ენა რატომ არ ელოდებით ოფიციალურ განცხადებებს.
    გულშემატკივარი [?]
    #8 6 აგვისტო 2021 01:12
    1
    მსოფლიო ფეხბურთი საერთოდ მოკვდება მესის გარეშე!.. მერე ნახეთ ზარალი!!!
    ფანი [?]
    #7 5 აგვისტო 2021 22:01
    0
    Vsio, morcha messi.. oficualurad ver gaaxangrdzlives
    ფანი [?]
    #6 5 აგვისტო 2021 21:44
    1
    ვიღაც უკანალს ათამაშებს, მედია, მესი ან ლაპორტა...
    Culé [?]
    #5 5 აგვისტო 2021 21:33
    0
    ერთი მეგა ტრანსფერი დაუდეთ და დარჩება წესით
    რედაქტორი [?]
    #4 5 აგვისტო 2021 21:28
    1
    ციტატა: kanja
    აღარ გეყოთ ამდენი ნერვებზე თამაში?!.. სანამ არ დაზუსტდდება, მკითხაობას შეეშვით, ჩვენც ხალხი და გულშემატკივრები ვართ. გადაუმოწმებელ მასალებს ნუ გვაწვდით... ამით რეიტინგს ვერ აიმაღლებთ...

    როდის გვიმუშავია რეიტინგის მომატებაზე?? ყველანაირ ინფორმაციას გაწვდით, იმიტომ, რომ საკმაოდ სანდო წყაროები წერენ.
    გულშემატკივარი [?]
    #3 5 აგვისტო 2021 21:11
    0
    აღარ გეყოთ ამდენი ნერვებზე თამაში?!.. სანამ არ დაზუსტდდება, მკითხაობას შეეშვით, ჩვენც ხალხი და გულშემატკივრები ვართ. გადაუმოწმებელ მასალებს ნუ გვაწვდით... ამით რეიტინგს ვერ აიმაღლებთ...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 აგვისტო 2021 18:56
    1
    ლეოსთან გახანგრძლივება მაგარი ამბავია. ახლა ისღა დაგვრჩენია უვარგისები გავყაროთ და ცაცია ცენტრრალური მცველი ვითრიოთ როგორმე
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #1 5 აგვისტო 2021 17:00
    2
    კაი მარა ბართომეოსთან ერთად ფოტო რატო გიდევთ?:)))