ბარსელონა ლივერპულს 20 მილიონს არ გადაუხდის

ბარსელონა ლივერპულს 20 მილიონს არ გადაუხდის

"ლივერპული" "ბარსელონასგან" 20 მილიონ ევროს არცერთ შემთხვევაში არ მიიღებს. ამის შესახებ Mundo Deportivo იტყობინება.

საქმე ისაა, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, თუ ფილიპე კოუტინიო "ბარსაში" 100 მატჩს ჩაატარებდა, კატალონიურ კლუბს "ლივერპულისთვის" 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, სიმართლეს არ შეესაბამება.

MD-ის ცნობით, "ბარსელონას" წყაროები ამ ინფორმაციას უარყოფენ. რონალდ კუმანს სურს, რომ "ბლაუგრანამ" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი შეინარჩუნოს, თუკი ეს ფინანსურად შესაძლებელი იქნება.

კოუტინიოს ანგარიშზე ამჟამად "ბარსაში" 90 თამაშია. 29 წლის ფეხბურთელმა ამ შეხვედრებში 23 გოლი გაიტანა და 14 ასისტი მიითვალა.

ცნობისთვის, კატალონიურმა კლუბა ფილიპე კოუტინიო 2018 წლის იანვარში "ლივერპულიდან" 135 მილიონ ევროდ დაიმატა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 6 აგვისტო 2021 10:22
    0
    აბა საიდან მოვიდა ეს ნიუსი, რო 20 მილიონის გადახდა მოგვიწევდა, საერთოდ რამე ინფორმაცია მოწმდება თუ მთავარი დაწერაა.
    Culé [?]
    #7 5 აგვისტო 2021 18:53
    1
    რავიცი ეს თუ დატოვეს სახელებით ნახ. დაცვის ხაზი გვეყოლება იმის დედავატირე მაგრამ თავის მაქსიმუმს რამდენი აჩვენებს ეგაა საქმე. ეს ბიჭი კიდე შეიკლეს. კუმანმა მაინც ათამაშოს ნახ. დაცვაში. ამის თამაშის ყურებას რაღაცნაირი ხიბლი აქვს.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    [?]
    #6 5 აგვისტო 2021 17:32
    0
    მეც ვიცოდი რო ოქროს ბურთს და ლიგას თუ მოიგებდა მაგაზე იყო ეგ 10-10 გათვლილი მარა აგერ ცრუ ინფორმატორებმა მოგვატყუეს, წერა უნდა აუკრძალონ ვინც ეგ გააბაზრა, მუნდო იყო თუ ვინმე სხვა
    Culé [?]
    #5 5 აგვისტო 2021 16:42
    0
    ჯადოქარი იყო ეს ბიჭი, ნეიმარიან ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიო გაიხსენეთ ვინმეს ტოლს არ უდებდა და ალბათ მაგიტო ათამაშეს "უადგილო ადგილას" ვალვერდეს დროს ფლანგის ნაც. მცველობიდან დაიყო ამის დაღმასვლა. ამის გარდა ეს ბრაზილილელები ხო ძაან განყობის ხალხია რა, ნუ ჩემი აზრია მარა ეგრე უაზროდ რო ათამაშეს და გაანათხოვრეს 17 წლის ბავშვივით ეგეც იმოქმდებდა ფსიქოლოგიურად. პლიუს ტრამვები. მე ამ ბიჭთან პრობლემა არ მაქ, ნიჭი შესაძლებლობა აქვს, ასაკიც 29 ისაა. ზოგადად ტიპებს, თავიანთ პოზიციაზე რო არ ათამაშებენ ან ტრამვა აქვთ თუ დემბელესავით უაზრო დისციპლინიდან გამომდინარე ტრამვა არაქვთ პირადად მე პრეტენზია არ მაქვს. გამიხარდება ეს თუ ათამაშებდა. მაგრამ პედრის მოაკლდება დრო :( დემირი ვერ განვითარდეს შეიძლება. პუჩსაც დაერხევა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 აგვისტო 2021 16:24
    0
    ძაან კაი თუ არ გადაუხდიან

    თუ ეს დარჩა რავი იმედია ეხლა მაინც ათამაშდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 5 აგვისტო 2021 16:01
    0
    frenkie dejong21,
    ლივერპულის კოუ დაბრუნდებოდეს და მეტი არაფერი მინდა,რა მაგრად თამაშობდა ეჰ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #2 5 აგვისტო 2021 15:56
    2
    როგორ მწყდება გული კოუზე Თავიდან რა კარგად დაიწყო და მერე რა ჯანდაბა დაემაეᲗა
    Culé [?]
    #1 5 აგვისტო 2021 15:50
    1
    9 თამაშში მაინც დაიმტვრევა და არ მოუწევდათ გადახდა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid