ზალცბურგი 2-1 ბარსელონა | მიმოხილვა

ზალცბურგი 2-1 ბარსელონა | მიმოხილვა

ზალცბურგში, "რედ ბულ არენაზე" ადგილობრივმა გუნდმა "ბარსელონას" ამხანაგურ შეხვედრაში უმასპინძლა და დრამატული ბოლო წუთების შემდეგ ანგარიშით 2-1 დაამარცხა. 

მატჩში დაწინაურება ავსტრიელებმა შეძლეს. პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე თავი ლუკა სუჩიჩმა გამოიჩინა და თავის გუნდს პირველი ნახევარი მოაგებინა.

მეორე ტაიმში კატალონიელებმა ანგარიშის გათანაბრება 83-ე წუთზე მარტინ ბრეითუეიტის გოლით შეძლეს. დანიელი თამაშში 64-ე წუთზე ნიკო გონსალესის ნაცვლად ჩაერთო და სერჟინიო დესტის დარტყმის შემდეგ თავი კურიოზული გოლით გამოიჩინა.

მიუხედავად ანგარიშში თანაფარდობის აღდგენისა, "ბარსელონამ" მეორე გოლი 90-ე წუთზე მაინც გაუშვა და ბრენდან აარონსონის დარტყმის შედეგად, "ზალცბურგმა" "ბარსას" პრესეზონის 3-მატჩიანი მოგებათა სერია დაუსრულა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 5 აგვისტო 2021 11:47
    2
    ხალხოოო!
    ვამბობდი-ვამბობ-ეხლა ვიძახიიი...კუილა(კუმანი) გასაგდებია....გასაგდები....პანჩურით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 აგვისტო 2021 11:30
    3
    დაიწერა, ნახევარდაცვა არ ვარგოდაო, რა თქმა უნდა არ ვარგოდა ბუსკეტსი დაბერდა, პედრი შორსაა, დე იონგი ახლოსაა ოღონდ დაცვის ცენტრში. მესიც არ იყო რომელიც საკმაოდ მოქმედებს ნახევარდაცვაზე. და კიდევ ერთი უბედურება დაცვა. რატომ აწვდიან მეკარეს ბურთს მცველები იმ დროს როცა შენ მეკარეს აპრესინგებენ, გესმით ვინმეს? ალბამ გუშინ ეგონა მეკარეს ვაწვდიო და მეტოქის თავდამსხმელს ჩააბარა და თანაც საჯარიმოში. ლანგლე ისევ ლანგლეა. მოკლედ ლაპორტამ თვალი გაახილოს და ეს "ტრენერი" რომელსაც მცველები და ნახევარმცველები ერთმანეთში ერევა დროზე გაუშვას.
    ფანი [?]
    #4 5 აგვისტო 2021 02:30
    0
    ისე მიმოხილვა ცოტა სხვა რამეა... ლაივსქორის წაკითხვა გაცილებით ინფორმატიულია ვიდრე ეს სტატია
    გულშემატკივარი [?]
    #3 5 აგვისტო 2021 01:39
    0
    Dacvashi mainc problemebia. Miuxedavad imisa rom arauxo yvelaze kargad tamashobda dges dacvashi mainc aq shecdomebi poziciuri da cota moknilobac aklia. Lengle katastrofaa!! Depai pirveli machebis kvalobaze mgoni kargad gamoiyureba. Axalgazrdebs rac sheexeba demiri saocrebaa ra kargadac ityueba wasagebi rocaa miakvs kidec burti da pasebic kargi akvs da etyoba rom xedavs moedans. Gonsalesic da baldec kargi bichia mara axalgazrdebidan mgoni yvelaze imedis momcemi demiria. Riki albat welsac vrler daimkvidrebs dziritadshi adgils magram zamenidan idealuria. Gavi nichieria magram jerjerobit mainc fafxurobs. Umtiti langle da breitveiti saswrafod gasashvebebi arian
    ფანი [?]
    #2 5 აგვისტო 2021 00:27
    2
    ბარსა ღია კარის დღე ჰქონდა დღესაც
    ფანი [?]
    #1 5 აგვისტო 2021 00:11
    6
    არც ერთი ამხანაგურისთვის არ მიყურებია. იმიტომ რომ კუმანის მეტამორფოზის არ მჯერა. ზოგადად მძღნერის აყვავება ძნელი დასაჯერებელია