Sport: გრანადას ინიაკი პენიას გადაბირება სურს
"გრანადას" "ბარსელონას" 22 წლის მეკარის, ინიაკი პენიას, შეძენა სურს, იტყობინება Sport.
გამოცემა წერს, რომ, ჯერჯერობით, "ბარსელონა" პენიას გაშვებას არ აპირებს. პირველ რიგში, კლუბი ნეტუს მომავლის გარკვევა ელოდება. იმ შემთხვევაში თუ ბრაზილიელმა "კამპ ნოუ" დატოვა, პენია "ბარსელონას" მეორე მეკარე გახდება.
არსებული ცნობებით, პენიამ "ბარსელონას" შეატყობინა, რომ თუ 2021/22 წლების სეზონში პირველ გუნდში არ დააწინაურებენ, კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება სურს.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, "გრანადამ" "ბარსა B-ს" ერთი ფეხბურთელი უკვე გადაიბირა - ანდალუსიურ კლუბს მონჩუ შეუერთდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]