სერხიო აგუერომ, შესაძლოა, სადებიუტო მატჩში იუვენტუსის წინააღმდეგ ჩაატაროს

სერხიო აგუერომ, შესაძლოა, სადებიუტო მატჩში იუვენტუსის წინააღმდეგ ჩაატაროს

Sport-ის ცნობით, "ბარსელონას" ახალწვეულმა, სერხიო აგუერომ კლუბის თავკაცთან, რონალდ კუმანთან თავისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

აღნიშნული გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, არგენტინელმა ფეხბურთელმა კატალონიელთა შემადგენლობაში სადებიუტო მატჩში 8 აგვისტოს, გამპერის თასზე, "იუვენტუსის" წინააღმდეგ ჩაატაროს.

როგორც წყარო იტყობინება, კუნი ახალი თავგადასავლის დაწყებით ბედნიერია და სავარჯიშო სესიაც 3 დღით ადრე გამართა. "ბარსაში" სჯერათ, რომ აგუერო გუნდს გააძლიერებს და მოხარულნი არიან, რომ კლუბში გადასასვლელად მან ხელფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადა.

"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" სერხიო თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ დაიმატეს - მისი კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 4 აგვისტო 2021 12:35
    0
    აღნიშნული გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, არგენტინელმა ფეხბურთელმა კატალონიელთა შემადგენლობაში სადებიუტო მატჩში 8 აგვისტოს, გამპერის თასზე, "იუვენტუსის" წინააღმდეგ ჩაატაროს.
    ან შეიძლება არც ჩაატაროს ხომ? ამ Sport-ს კუმანთან აქვს პირდაპირი კავშირი?
    Culé [?]
    #6 4 აგვისტო 2021 04:32
    1
    ციტატა: El pistolero 9
    შეტევის ხაზი
    ძირითადი:
    დეპაი-გრიზმანი-მესი
    სათადარიგო:
    ფატი-აგუერო-დემბელე
    ამათ დამატებული დემირი და აქ მაგარი კონკურენცია წავააა

    ძაან
    მაგარი
    ხალხია
    --------------------
    ARTHUGS
    Culé [?]
    #5 4 აგვისტო 2021 02:18
    1
    შეტევის ხაზი
    ძირითადი:
    დეპაი-გრიზმანი-მესი
    სათადარიგო:
    ფატი-აგუერო-დემბელე
    ამათ დამატებული დემირი და აქ მაგარი კონკურენცია წავააა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #4 3 აგვისტო 2021 22:37
    0
    ნეტა მალე დადგეს ის დრო რომ ვნახო პირველი ოფიციალური შემადგენლობა
    --------------------
    ARTHUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 აგვისტო 2021 20:18
    1
    შესაძლოა კი არა უნდა ითამაშოს მაგანაც და მესიმაც
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 3 აგვისტო 2021 20:01
    1
    მაგარია აგუეროს დებიუტი
    --------------------
    ARTHUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 აგვისტო 2021 19:30
    1
    ვარჯიშებზე ფრთხილად მოექეცის ხრუსტალგუეროს. უმტიტს ვერ ენდობი ვინ იცის კიდე როდის დაიმტვრესო და ეს ხოა ფოლადისა ან ის ურუგვაელი ვერმაელენი თავისი 2 კვირიან ტრამვებით. წინა სეზონში 2 მატჩში ერთხელ რო იკიდებდა