ტერ შტეგენის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

"ბარსელონას" ძირითადი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს გადის და, შესაბამისად, პრესეზონში მონაწილეობა ვერ იღებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, მოსალოდნელია, რომ გერმანელი ფეხბურთელი მოედანს სექტემბრის შუა რიცხვებში, სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდეს.
კატალონიური გამოცემის ცნობით, შესაძლოა, 29 წლის მოთამაშემ, რომელიც მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ მკურნალობს, ლა ლიგის პირველი 3 ტური გამოტოვოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]