ფილიპე კოუტინიო ლა ლიგის პირველი თამაშისთვის მზად იქნება - MD

ფილიპე კოუტინიო ლა ლიგის პირველი თამაშისთვის მზად იქნება - MD

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო ესპანეთის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

წყარო იტყობინება, რომ ბრაზილიელი შუახაზელი გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზე იმყოფება და იგი, შესაძლოა, ლა ლიგის პირველი შეხვედრისთვის რონალდ კუმანის განკარგულებაში იყოს.

კუმანს კოუტინიო მოსწონს და მასზე იმედებს ამყარებს. RAC1-ის ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ცნობით, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კლუბს შეატყობინა, რომ 29 წლის მოთამაშე დარჩეს, თუ ეკონომიკურად შესაძლებელი იქნება. "ბარსა" მწვრთნელის მიერ ფეხბურთელისადმი ნდობის საფუძველზე ფილიპეს ამ ეტაპზე გაშვებას აღარ აპირებს.

თუმცა, MD ასევე იტყობინება, რომ, თუ კოუტინიო ლა ლიგის პირველ მატჩებში ითამაშებს და "ბარსელონა" საინტერესო შემოთავაზებას მიიღებს, ფეხბურთელი და კლუბი ერთმანეთს შეხვდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ცნობისთვის, "ბარსა" ესპანეთის ჩემპიონატის პირველ მატჩს შინ "სოსიედადთან" ჩაატარებს. თამაში 15 აგვისტოს თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 3 აგვისტო 2021 19:55
    0
    საინტერესოა კოუს დაბრუნება
    --------------------
    ARTHUGS
    Culé [?]
    #6 3 აგვისტო 2021 16:15
    0
    საყრდენები ბუსკეცი და ნიკო
    ცენტრალური ნახ. მცველები დეიონგი,პუჩი,მორიბა???
    შემტევი ნახ. მცველები კოუტინიო და პედრი. მაგარი ნახ. დაცვის ხაზია ჩემი აზრით
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #5 3 აგვისტო 2021 14:17
    2
    დიდი ალბათობით პედრი გამაზავს აგვისტოს მატჩებს და გვანახოს თუ რამის თავი აქვს,თუ არადა ხეხოს სკამი.აგერ ნიკო,გავი,პუჩი არიან დაფრინავენ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #4 3 აგვისტო 2021 13:48
    1
    მაიცა თუ დატოვებენ გამოდის რომ ხელფასსაც კარგათ გვარიანად შეუმცირბენ სხვანაირად ვერანაირ სარგებელს ვერ მოიტანს გუნდს მარკეტინგული თვალსაზრისით პირიქით ბონუსების სახით ლივერპული თუ იხეირებს..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 აგვისტო 2021 13:19
    1
    მოკლედ კიდე ერთი შანსი მიეცა ამას და რავი იმედია გამოიყენებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 3 აგვისტო 2021 13:00
    0
    აი ის ტეხავს ბართომეუს რომ აქვს ამის კონტრაქტში ბონუსები ჩაწუწებული და ერთი თამაშის ჩატარების შემთხვევაში ლივერპულს 20 ლიმონი რომ უნდა მივათხლიშოთ😒😒 თორე ძაანაც გვჭირდება მაღალი დონის გამოცდილი ნახევარმცველი და სხვაგან ძიებას აგერაა კოუტინიო, პიანიჩი ისედაც წავა და ვინმე გამოცდილი აუცილებელი იქნება, თორე ძლიერ ნახევარდაცვასთან ისევ გაქრება ჩვენი ცენტრი😕 მითუმეტეს თუ ისევ უკან დახევები დაიწყო ბულდოგამ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 აგვისტო 2021 12:55
    0
    ისე " გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზე" რას ნიშნავს, რო ვათამაშოთ ისევ დაილეწება თუ ერთ წრეს გაქაჩავს მარტო. როგორ დავიჯერო ბარსაში, ლივერპულში, ბაიერნში ნათამაშებ ფეხბურთელზე მოთხოვნა არ იყოს. ან თვითონ რატომ არ ჩალიჩობს. აგენტები რო ყავთ სუყველას ორ-ორი და ხელფასის მომატებას ითხოვენ წამდაუწუმ, გაინძრნენ ეგ აგენტები და უშოვონ გუნდი. თუ არადა ითამაშებს ეს რაღაცა 10 თამაშს ცალი ფეხით და მერე უგზავნე ლივერპულს 20 მილიონი.