ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 2 აგვისტო

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 2 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 2 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

2 აგვისტოს "ბარსელონას" ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.

1969 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი პორტუგალიელი მცველი ფერნანდუ კოუტუ. 1996-1998 წლებში "ბლაუგრანას" მაისურით მან 63 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. კოუტუმ კატალონიურ კლუბში 2 ესპანეთის თასი, 1 თასების მფლობელთა თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

2013 წელი

გამპერის თასზე "ბარსელონასა" და "სანტოსს" შორის გამართული შეხვედრა კატალონიელებმა 8-0 მოიგეს. "კამპ ნოუზე" პირველად ვიხილეთ კატალონიელთა ახალწვეული, "სანტოსიდან" გადმოსული ნეიმარი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 აგვისტო 2021 16:21
    0
    nika 54,
    კი და მაგრად იტირა
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 აგვისტო 2021 15:04
    1
    ანუ ამოტენეს ნეიმარის "გამზრდელი" გუნდი? მართლა მაგის გამზრდელის რა.