რონალდინიოს ინტერვიუ: ბარსელონაში ისტორია დავწერეთ
"ბარსელონასა" და მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელმა ლეგენდამ რონალდინიომ კატალონიელ ჟურნალისტ იბაი ლიანოსს Twitch-ის არხზე ინტერვიუ მისცა, რომელშიც რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
გული ძალიან დამწყდა, რომ ბრაზილიამ კოპა ამერიკის ფინალი წააგო, მაგრამ ძალიან, ძალიან გამიხარდა, რომ მესიმ გაიმარჯვა. მან ნაკრებში ტიტულები ისევ უნდა მოიგოს. თუ ჩემი მეგობრები ბედნიერები არიან, მეც ბედნიერი ვარ.
მე და ლეო ერთმანეთს ყოველდღე არ ველაპარაკებით, რადგან მას ძალიან მძიმე ცხოვრება აქვს, როგორიც მე მქონდა, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, თუმცა, როცა შანსი გვაქვს, ხშირად ვსაუბრობთ.
პიკე შესანიშნავი მეგობარი, ბრწყინვალე პიროვნებაა. მას დიდ პატივს ვცემ.
იღბლიანი ვარ, რომ ვაკეთებდი იმას, რაც მომწონდა, რაც მაბდენიერებდა. ბურთით ყოველთვის ბედნიერი ვიყავი და ეს არ იცვლება. "ბარსაში" ისტორია შევქმენით. იქ უმშვენიერესი წლები გავატარე.
ჩემი თავი მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია. 90 წუთი მატჩების ყურება არ მიყვარს. მომწონს გოლებისა და თამაშების ნახვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]