ფაბრიციო რომანო: ბარსას ვესტ ჰემისგან შეთავაზება არ მიუღია

იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო, დღეს, Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ "ბარსელონას" მარტინ ბრეითუეიტის თაობაზე "ვესტ ჰემისგან" ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.
Sport-მა იუწყა, რომ კლუბები 15-მილიონიან ტრანსფერზე შეთანხმებულები არიან და მხოლოდ დანიელის თანხმობა იყო დარჩენილი. თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
აგრეთვე, რომანომ კომენტარი სერჟინიო დესტისა და მირალემ პიანიჩის სიტუაციაზეც გააკეთა. ამერიკელი არცერთი წინადადების განხილვას არ აპირებს და იგი "კამპ ნოუზე" რჩება. რაც შეეხება პიანიჩს, სავარაუდოდ, იგი კლუბს დატოვებს, თუმცა, ჯერჯერობით, "იუვენტუსი" მხოლოდ მანუელ ლოკატელის ტრანსფერზეა ორიენტირებული.
ამჟამად, ბრეითუეიტი, გუნდთან ერთად, გერმანიაში იმყოფება და მოსამზადებელ შეკრებაში იღებს მონაწილეობას. გასულ სეზონში, მან "ბარსას" მაისურით 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 7 გოლი და 4 საგოლე პასია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]