Sport: მარტინ ბრეითუეიტი ვესტ ჰემში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

Sport: მარტინ ბრეითუეიტი ვესტ ჰემში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

"ბარსელონასა" და "ვესტ ჰემს" შორის დანიელი ფეხბურთელის, მარტინ ბრეითუეიტის, ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია, იტყობინება Sport.

კატალონიური გამოცემა წერს, რომ ტრანსფერის განხორციელებისთვის მხოლოდ ბრეითუეიტის თანხმობაა დარჩენილი - ინგლისური კლუბი მასში 15 მილიონ ევროს იხდის.

30 წლის შემტევს "ვესტ ჰემის" მიერ შეთავაზებული ანაზღაურების ოდენობა არ აკმაყოფილებს. იგი იმედოვნებს, რომ ინგლისელები შეთავაზებას გააუმჯობესებენ.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, სამუელ მარსდენი. მისი ცნობით, ამჟამად, ბრეითუეიტსა და "ჩაქუჩებს" შორის არანაირი სიახლე არ არის, რასაც ფაბრიციო რომანოც ადასტურებს.

ბრეითუეიტის მიმართ ინტერესი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაჩნდა, სადაც, დანიის ნაკრებთან ერთად, მარტინმა ნახევარფინალს მიაღწია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 3 აგვისტო 2021 20:46
    0
    ციტატა: La Pulga10
    მიდი მიდი ლაპორტა გაასუხარე ესენიც:ლენგლე,უმტიტი,კოუტინიო,პიანიჩი და რობერტო.

    Xo of course
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 31 ივლისი 2021 11:22
    0
    მიდი დროზე შე კაცო თორემ აიყვანენ ვინმეს, მე შენ გეტყვი პირველი ნომერი ხარ მაგ ადგილზე.
    ფანი [?]
    #4 30 ივლისი 2021 17:56
    1
    წაი, ბიძია წაი, თან წეიყოლე, ლენგლე, უმტიტი, კოუ, მორიბა - ყველა ვარიანტში, მაგის ბარსაში ხილვა არცერთ კულეს გვინდა
    Culé [?]
    #3 30 ივლისი 2021 15:17
    1
    ბრაიტა, ლენგლე და რობერტო უნდა მოიშორონ რომ გუნდი ოდნავ მაინც გაიწმინდოს უსარგებლო ხალხისგან. ყელში ამოვიდა ამდენი მძორის ყოლა ასტრონომიული ხელფასით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 ივლისი 2021 15:00
    0
    ნეტუ, რობერტო, ლენგლე, უმტიტი, პიანიჩი, კოუტინიო და ბრაიტა დარჩნენ. ნუ დემბელეც მაგრამ მაგას არავინ იყიდის
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 ივლისი 2021 14:33
    1
    მიდი მიდი ლაპორტა გაასუხარე ესენიც:ლენგლე,უმტიტი,კოუტინიო,პიანიჩი და რობერტო.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid