ბარსელონასა და მანჩესტერ სიტის საქველმოქმედო მატჩი არ ჩატარდება

ბარსელონასა და მანჩესტერ სიტის საქველმოქმედო მატჩი არ ჩატარდება

"ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" შორის აგვისტოში "კამპ ნოუზე" გასამართი საქველმოქმედო შეხვედრა გაუქმდა, ამ ინფორმაციას მატჩის ერთერთი ორგანიზატორი, ხუან კარლოს უნსუე, ადასტურებს.

ამხანაგური მატჩის მიზანს ALS-ის (ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის) შესწავლისა და მკურნალობის გზების ძიებისთვის თანხის შეგროვება წარმოადგენდა. TV3-თან საუბარში "ბარსას" მთავარი მწვრთნელის ყოფილი ასისტენტი, რომელიც ALS-ით არის დაავადებული, აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, მატჩი მიმდინარე თვეში აღარ ჩატარდება.

ჩემთვის, ეს გადაწყვეტილება ძალიან რთულია. სამწუხაროდ, მატჩის გადადება გვიწევს. მატჩის მიზანი ALS-ის კვლევისთვის ფინანსური რესურსის შეგროვებაა.

მატჩი აუცილებლად ჩატარდება. თუ ეს სეზონის მიმდინარეობისას ვერ შევძელით, მისი მომდევნო სეზონის სტარტზე გამართვა განიხილება. ორივე გუნდისთვის მისაღები დრო უნდა შეირჩეს.

- ამბობს უნსუე.

აგრეთვე, 8 აგვისტოს, გამპერის თასის შეხვედრა "იოჰან კრუიფზე" გაიმართება, რადგან კატალონიის მთავრობამ "ბარსას" "კამპ ნოუზე" მაყურებლის დაშვების უფლება არ მისცა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 3 აგვისტო 2021 20:48
    0
    ვწუხვარ სასტავ
    --------------------
    ARTHUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 ივლისი 2021 13:05
    0
    და იუვე მთელი გუნდით კარანტინზე გადისო, ვიღაცეებს კოვიდი აღმოუჩინესო, სიმართლეა ნეტავ ან მოასწრებენ აღდგენას იტალიელები?