ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 30 ივლისი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 30 ივლისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 30 ივლისს მოხდა.

თამაშები

30 ივლისს "ბარსელონას" ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.

1914 წელი

ალვარ პრესტა "ბარსელონას" პრეზიდენტი გახდა.

1930 წელი

"ბარსელონას" დამაარსებელმა, ყოფილმა ფეხბურთელმა და პრეზიდენტმა, ჟოან გამპერმა 52 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

1993 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი პორტუგალიელი ნახევარმცველი ანდრე გომეში. 2016-2018 წლებში "ბლაუგრანას" მაისურით მან 80 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. გომეშმა კატალონიურ კლუბში 2 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

2013 წელი

89 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ლეგენდარული მეკარე (1947-1961) ანტონი რამალიეტსი.

2017 წელი

მაიამიში გამართულ ამხანაგურ "ელ კლასიკოში" "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" 3-2 დაამარცხა. კატალონიელთა მხრიდან გოლები მესიმ, რაკიტიჩმა და პიკემ გაიტანეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 აგვისტო 2021 20:49
    0
    კაი დღე იყო ეს დღე
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 ივლისი 2021 13:18
    0
    1930 წელი
    "ბარსელონას" დამაარსებელმა, ყოფილმა ფეხბურთელმა და პრეზიდენტმა, ჟოან გამპერმა 52 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
    ამას ბარსას მუზეუმში მთელი ოთახი აქვს დათმობილი, და ბარსას საკლუბო ბარათი ნომერი პირველი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 ივლისი 2021 13:16
    0
    ისე რაკიტიჩი კლასიკოში ყოველთვის კლასნად თამაშობდა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.