პროგრესი კოუტინიოს გამოჯანმრთელების პროცესში

პროგრესი კოუტინიოს გამოჯანმრთელების პროცესში

ფილიპე კოუტინიომ გუნდთან ერთად გერმანიაში გამგზავრება ვერ შეძლო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბრაზილიელი ნახევარმცველი გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზეა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კოუტინიოს გამოჯანმრთელების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესი შეიმჩნევა. 29 წლის ფეხბურთელი უკვე ბურთით ვარჯიშობს და ივარაუდება, რომ იგი გუნდურ ვარჯიშს მალე დაუბრუნდება. ბრაზილიელმა დღეს დილით "სიუტატ ესპორტივაზე" სავარჯიშო სამუშაოები სწორედ ბურთით ჩაატარა.

კოუტინიო უკვე 7 თვეა, რაც უთამაშებელია. მან ტრავმა 29 დეკემბერს მიიღო. ფილიპემ დაზიანებამდე გასულ სეზონში 14 მატჩის ჩატარება მოასწრო, 3 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.

გავრცელებული ცნობებით, "ბარსელონა" ამ ზაფხულში კოუტინიოს გაყიდვას აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 30 ივლისი 2021 11:22
    0
    ათამაშონ ოღონდ, ლიმიტი დაიცვან რო ლივერპულისთვის გადასახდელი აღარ დაგვჭირდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #4 29 ივლისი 2021 18:42
    2
    ეს ისევ ლივერპულში დააბრუნონ იქნებ რას შვება.დ
    Culé [?]
    #3 29 ივლისი 2021 15:07
    0
    ვერ გაყიდის ამას კლუბი და ეს წელიც უნდა შეიტენოს გუნდმა რამენაირად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 ივლისი 2021 14:26
    3
    ციტატა: Nikabedinadze
    ჩემი აზრით ნებისმიერ ფასად გასაშვებია,ტრავმისკენ მიდრეკილ ფეხბურთელში იმ თანხას არ გადაიხდიან რაც ბარსას აწყობს

    7 თვის უთამაშებელი ფეხბურთელი არამგონია ვინმემ იყიდოს. ხელფასი დაიკლოს იქნებ და ზამთარში გაიყიდოს რამენაირად, ზამთრამდე ათამაშოს კუმანმა.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #1 29 ივლისი 2021 14:12
    1
    ჩემი აზრით ნებისმიერ ფასად გასაშვებია,ტრავმისკენ მიდრეკილ ფეხბურთელში იმ თანხას არ გადაიხდიან რაც ბარსას აწყობს