აუდიტის შედეგი ცნობილია: ბარსას საკრედიტო რეიტინგი დამაკმაყოფილებელია

აუდიტის შედეგი ცნობილია: ბარსას საკრედიტო რეიტინგი დამაკმაყოფილებელია

"ბარსელონას" ახალი საკრედიტო კოდი მიენიჭა. კატალონიური კლუბის საკრედიტო მდგომარეობა შეფასებულია, როგორც "დამაკმაყოფილებელი".

"ბლაუგრანას" ოფიციალური განცხადების თანახმად, კლუბმა შეფასება კომპანია Fitch-ს დაუკვეთა. ეს მსოფლიოში საკრედიტო რეიტინგის დამდგენი 3 უდიდესი კომპანიიდან ერთ-ერთია. ფინანსური მდგომარეობის გამოკვლევის შედეგად "ბარსას" მიენიჭა სტატუსი BBB-. სულ 21 შეფასება არსებობს, BBB- კი რიგით მეათეა. ეს სანდოობის საშუალო ხარისხს ნიშნავს. მთავარი კი ისაა, რომ კლუბი ინვესტირების კატეგორიაში რჩება, თუმცა ზუსტად ზღვარზეა.

BBB- რეიტინგი ასეა განმარტებული: "კომპანიას აქვს შესაძლებლობა, ადექვატურად შეასრულოს ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები. თუმცა არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა ან ცვალებადი გარემო დიდი ალბათობით გამოიწვევს იმას, რომ კომპანიას ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გაუჭირდება."

ასეთი შეფასების მიუხედავად "ბარსელონა" BBB- რეიტინგს ოპტიმისტურად აფასებს და აცხადებს, რომ კომპანია Fitch-მა კლუბის ფინანსური მდგომარეობა სტაბილურად და ოპტიმისტურად შეაფასა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 4 აგვისტო 2021 02:10
    0
    ვინ დააკმაყოფილა ნეტა?
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 ივლისი 2021 12:48
    0
    ის რომ დამაკმაყოფილებელია ამ ფონზე, შემოსავლების გარეშე მაყურებლისგან. უკვე კარგია იმიტომ რო აგვისტოდან მაყურებელს უშვებენ და როგორც მინიმუმ დაბლა აღარ დაეშვებიან.
    Culé [?]
    #3 29 ივლისი 2021 08:59
    1
    გასაგებია გასაგებია 🤔
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 ივლისი 2021 02:34
    1
    არ ვიცი მიხაროდეს თუ პირიქით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 ივლისი 2021 22:30
    1
    ანუ?
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid