ფანებმა ესპანიოლის ბაზა ბარსას ფერებში გადაღებეს

ფანებმა ესპანიოლის ბაზა ბარსას ფერებში გადაღებეს

გუშინ, ღამით, უცნობმა პირებმა "ესპანიოლის" სავარჯიშო ბაზის ერთ-ერთი კედელი "ბარსელონას" ფერებში გადაღებეს.

გულშემატკივრებმა, ბაზის ლურჯ კედელზე წითელი საღებავი გამოიყენეს. შედეგად, დილით, "ესპანიოლის" თანამშრომლებს კედელი პრინციპული მეტოქის, "ბარსელონას" ფერებში დახვდათ. "ესპანიოლმა" კედლის რეაბილიტაცია უკვე განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, "ესპანიოლი" ლა ლიგაში დაბრუნდა. 2019/20 წლების სეზონში, კატალონიურმა კლუბმა სეგუნდა დივიზიონში გავარდნა მას შემდეგ გაინაღდა, რაც "კამპ ნოუზე" "ბარსასთან", ანგარიშით 0-1, დამარცხდა.


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 ივლისი 2021 09:21
    0
    " კატალონიურმა კლუბმა სეგუნდა დივიზიონში გავარდნა მას შემდეგ გაინაღდა, რაც "კამპ ნოუზე" "ბარსასთან", ანგარიშით 0-1, დამარცხდა"
    კარგი იყო, ტონკი ნამიოკი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 ივლისი 2021 00:31
    2
    ხოდა დავაყენოთ ცხრის ნახევარივით
    Culé [?]
    #1 27 ივლისი 2021 22:47
    1
    ციტატა: Griezzy7
    ისე რეალს მაგრად ერხევა. რამოსი წავიდა, ვარანი წავიდა. აზარი ბეილი კარვახალი ძალიან ტრამვიანები არიან. ზიდანიც წავიდა. ოდეგორი განიხილავს რეალის დატოვებასო. ისკოც მიდის. პსჟ-ემ მბაპეს ყველა მიუყვანა smile და ისეთ გუნდს აწყობს მაქიდან წასვლა რატო უნდა მოუნდეს და ეგეც რჩება მემგონი.

    ძალიან სუსტი შემადგენლობით იქნებიან შემდეგ სეზონში. აი ამ რეალმაც თუ მოგვიგო მერე კლასიკო და ზოგადად ლალიგაც მაშინ ვაფშე ჩამოშალონ კამპ ნოუ

    პერესს ახალი პროექტების განხორციელება არ ეშლება. ფაქტია რამოსი დაბერდა და მაქსიმუმ 1-2 წელი ეთამაშა კიდე რეალში ანუ ჩემი აზრით ადრე გაუშვეს მაინც, მაგრამ რომც დარჩენილიყო აზრი არ ჰქონდა ასეც და ისეც რამოსის შემცვლელი საპოვნელი ჰყავდათ, ასევე ვარანიც აღარ იყო დამაჯერებელი ეს ბოლო ორი სეზონია და სჯობდა სანამ ფასი აქვს მანამდე გაეყიდა და მბაპეს ახალ პროექტს დაუდებს ჩემი აზრით წინ, სადაც ის იქნება მთავარი ძალა და ბირთვი და მასზე აეწყობა გუნდი. რეალი რეალია და კლასით და ავტორიტეტით პესეჟეს ძალიან ბევრჯერ აღემატება ნუ რეალთან შედარებით პესეჟე საშუალო დონის გუნდია და რამოსის პესეჟეში წასვლაც ძაან დაეხმარება პერესს მბაპეს გადაბირებაში,რადგან რეალის კაპიტანს გამორიცხულია ყოფილი გუნდის სიმპათია გაუქრეს და ვფიქრობ მბაპეს წასვლას ურჩევს და 1-2 წელში მბაპე გაიჩითება რეალში როგორც ახალი რეალის მთავარი ძალა და ეგ იქნება რა ნუ ყოველშემთხვევაში მე ასე მჯერა და არამგონია გუნდს რომელსაც 13 ჩემპიონთა ლიგა აქვს აზარი ბეილის დუეტზე ააწყოს გუნდი.