ოსკარ მინგესამ გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა არგენტინასთან არ ითამაშებს | MD

ოსკარ მინგესამ გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა არგენტინასთან არ ითამაშებს | MD

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, ოსკარ მინგესამ, რომელიც ამჟამად ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობს, ეგვიპტესთან შეხვედრაში მოედანი ტრავმის გამო დატოვა.

ახლა კი, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელმა გუნდან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა, თუმცა არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ხვალ გასამართ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ფურია როხამ" ეგვიპტესთან გახსნით დაპირისპირებაში საყაიმო ანგარიში, 0-0 დააფიქსირა, შემდეგ კი ავსტრალიას მინიმალური სხვაობით, 1-0 სძლია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 ივლისი 2021 09:36
    0
    გამოუშვან სახლში, ნუ მოასპობენ ბოლომდე. ბარსაში მოასულიერებენ ახალი სეზონისთვის.