პედრო: "ყველა მეტოქე საშიშია, განსაკუთრებით კი "შახტარი"

  • 10-04-2011, 21:52
  • პედრო: "ყველა მეტოქე საშიშია, განსაკუთრებით კი "შახტარი"

    პედრო ძალიან გონივრულად მოიქცა ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩამდე. მას აწუხებდა ტრავმა, რომელიც საკმაო დისკოფორტს უქმნიდა, რის გამოც რამდენიმე მატჩი გამოტოვა და ახლა ძალიან კარგ ფორმაშია.

     

    ძალიან მნიშნველოვანი გამარჯვების შემდეგ, როდესაც "ბარსამ" "ალმერია" 3:1 დაამარცხა, გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩზე გადაერთო, რომელიც სამშაბათს გაიმართება დონეცკში. მიუხედავად პირველ შეხვედრაში გამარჯვებისა, ანგარიშით 5:1, "ბარსელონა" სრული შემადგენლობით წარსდგება უკრაინაში. ამასთან დაკავშირებით პედრო როდრიგესმა ინტერვიუ მისცა მედიას: "ყველა მეტოქე საშიშია, განსაკუთრებით კი "შახტარი", რადგანაც ეს კლუბი დიდებულია".

     

    გონიერება                              

     

    პედრო ღელავდა იმას, რომ "90 წუთი საკმარისი დროა იმისთვის, რომ "შახტარმა" დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები, მათ უნიჭიერესი და ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგალითად დუგლას კოშტა და ლუის ადრიანო". ამიტომაც პედრო მიიჩნევს, რომ ადვილი გასეირნება ნამდვილად არ ელით, ასევე ნათელია, რომ "ჩვენ არ შევცვლით ჩვენს სათამაშო სტილს, ჩვენ ძალიან მაღალ ტემპში და კონცენტრურებულად ვითამაშებთ "შახტარის" წინააღმდეგ".

     

    პედრო მიიჩნევს, რომ გუნდი სეზონის დაკსვნით ფაზაში მშვენიერ ფორმაშია: "ჩვენ ნამდვილად კარგ ფომრაში ვიმყოფებით და შედეგიც სახეზეა, მაგრამ ყოველთვის მარტივი არ არის გამარჯვება, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სირთულის გადასალახავად".

     

    "კლასიკოები"                        

     

    თუ "ბარსელონა" მოახერხებს და გასცდება "შახტარს", მაშინ სულ მცირე პერიოდში ისინი 4–ჯერ დაუპირსპირდებიან მადრიდის "რეალს". პედრო მიიჩნევს, რომ შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ამას სჭირდება უდიდესი ძალისხმევა და შრომა: "ჩვენ ძალიან კარგი შანსი გვაქ წარმატების მისაღწევად და ამისთვის ყველაფერს გავიღებთ. ნამდვილად არ ვიცით რა მოხდება, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვართ".

     

    ეტაპობრივი გაუმჯობესება          

     

    მას შემდეგ, რაც მოირჩინა ჭვალი მუცლის არეში, პედრომ განაცხადა, თუ როგორ გრძნობს თავს: "მე თავს მშვენივრად ვგრძნობ, ეტაპობრივად გავდივარ აღდგენით კურსს. მე ვუბრუნდები ჩვეულ რითმს და მსურს დავეხმარო გუნდს. უფრო მხნედ უნდა ვიყო". როდრიგესმა აღნიშნა, რომ მცირე დისკომფორტები კვლავ აწუხებს და 100%–ით ჯანმრთელი არ არის: "დღითიდღე ჩემი მდგომარეობა უმჯობესდება", ასევე დაამატა : "მსურს ძალიან კარგ ფორმაში ვიყო სეზონის ბოლოს, ეს აუცილებელია". დაასრულა პედრომ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV