ბარსელონას ტალანტი კარიერას ლევერკუზენში გააგრძელებს | Sport

ბარსელონას ტალანტი კარიერას ლევერკუზენში გააგრძელებს | Sport

Sport-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, იკერ ბრავო კარიერს ლევერკუზენის "ბაიერში" გააგრძელებს.

აღნიშნული გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა მოთამაშე გერმანული კლუბის პროექტით მოიხიბლა და ახალი გამოწვევების მიღება სურდა.

ამასთან, "ბარსამ" 16 წლის თავდამსხმელს კონტრაქტის გახანგრძლივება და ჟუვენილ ბ-ში ასპარეზობა შესთავაზა, თუმცა ტალანტმა გუნდი უარით გაისტუმრა, რადგან მან ჟუვენილ ა-ში თამაში მოითხოვა.

"ლურჯ-ბროწეულისფერებთან" ბრავოს ბოლოს ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ამოიწურა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 ივლისი 2021 10:27
    0
    სწორედ ამ ასაკში უნდა გაარკვიონ აქვს თუ არა ფეხბურთელს ბარსას დნმ რო მერე უმტკივნეულოდ მოიცილონ. საწყენია რო მორიბა დროზე ვერ გაშიფრეს.
    Culé [?]
    #3 27 ივლისი 2021 19:01
    0
    ლუცი ჯობია ვითო ამას?
    წევრი [?]
    #2 27 ივლისი 2021 18:41
    0
    ესეც 16 წლისაა და გავიც 16 წლისაა .ბალდე კიდე 17 . ასე რო ამის დიდი ტალანტიბა გაჭირდება . უბრალოდ ახალგაზრდა ფეხბურთელია კაი გამოიარებელი აგენტით . ჰაილაითებიც არააქ სასწაული.
    Culé [?]
    #1 27 ივლისი 2021 18:23
    1
    ტალანტი არა ის,ვინცხა,რაცხას წაიფორთხიალებს ტალანტი კი არაა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid