რონალდ კუმანს ჟავი რიკი პიჩზე მეტად მოსწონს

რონალდ კუმანს ჟავი რიკი პიჩზე მეტად მოსწონს

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ახლაგაზრდა ფეხბურთელის, პაბლო პაესის, იგივე "ჟავის" მიერ პრესეზონზე ნაჩვენები პერფორმანსით კმაყოფილია და აპირებს, მას რიკი პუჩზე მეტი შანსი მისცეს.

ასევე, როგორც ზემოხსენებული ჟურნალისტი იტყობინება, ნიდერლანდელ სპეციალისტს კლუბის ახალწვეული, იუსუფ დემირი ძალიან მოსწონს და პრეზიდენტ ლაპორტას მისი ტრანსფერის განხორციელება მიულოცა.

როგორც ცნობილია, ვენის "რაპიდიდან" იჯარით აყვანილი შემტევი ასპარეზობას პირველ გუნდთან ერთად განაგრძობს.

ამ დრომდე "ბარსამ" წინასასეზონო მომზადებისას ორი შეხვედრა გამართა - პაესმა და დემირმა მონაწილეობა ორივე თამაშში მიიღეს.

"ბლაუგრანა" მორიგ მატჩს 31 ივლისს, "შტუტგარტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 28 ივლისი 2021 10:29
    0
    მერე ლაპორტა რას უყურებს, ხო გააფრთხილა პუჩზე. თუ ოქტომბრის მერე აღარ უნდა ბარსაში მუშაობა კუმანს.
    გულშემატკივარი [?]
    #8 27 ივლისი 2021 22:53
    0
    ვაიმე რატო გადაეკიდა პუჩს, არადა გამოჩენისთანავე თითქოს სიცოცხლე შემოიტანა მოედანზე, ნამდვილი ცეცხლია 🔥 აქტიური და ნიჭიერი
    Culé [?]
    #7 27 ივლისი 2021 22:34
    0
    კუმანმა შეს€ა რასაც ჰქვია პუჩს, მაგრამ ესეც ამდგარიყო და აიაქსში ან ლა ლიგის რომელიმე კლუბში წასულიყო ერთ წლიანი ან ნახევარწლიანი იჯარით. აიი კუმანმა ხო ეგრევე უთხრა არ შედიხარო ჩემს გეგმებში და წადიო, რატო არ ადგა და წავიდა? დაიწერა თითქოს მაინც აპირებსო ბრძოლასო,მაგრამ ეს დედაარღნიანი რო უყურებ შანსსაც რო არ გაძლევს ამდგარიყო და ზამთარში წასულიყო ანდაც ახლა წავიდეს. რაუნდა უბრალოდ რატო წირავს ასე ძაან თავის თავს ? დროს დააბრუნებს უკან თუ ვინ აუნაზღაურებს იმ დაკარგულ წლებს ახლა სკამზე რომ ზის ?? ფაქტია პუჩსაც რაღაც კომპლექსი აქვს ადგილის შეცვლის და უბრალოდ არ უნდა ბარსელონას მოშორდეს :დდ თორე მეორე წელი იწყება რაც კუმანი უდგას ბარსას სათავეში და ფაქტია არც ახლა აპირებს მისთვის დროის მიცემას. ეგ კიარა აგერ ეს ბიჭი უფრო მოსწონს ვიდრე პუჩიო და რავიცი იყოს ბარსაში და გალიოს დრო სკამზე ჯდომაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 27 ივლისი 2021 20:08
    2
    ამან ოღონდ პუჩი არ ათამაშოს და სონგი რო დააბრუნონ იმას ათამაშებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #5 27 ივლისი 2021 19:46
    2
    ერთი შეხედვით თითქოსდა მოგეწონება პუჩი,ბევრს დარბის აქტიურობს მარა რომ დააკვირდე რაიმე განსაკუთრებულს ვერ ქმნის,შეილება კარგი მწვრთნელის ხელში უფრო პროდუქტიული გახდეს,მაგრამ მაინც არ მინდა რომ წავიდეს პუჩი,თითქოსდა რაღაც აკლია და იმედია მაგ რაღაცას მალე იპოვის ან თვითონ ან მწვრთნელი
    ფანი [?]
    #4 27 ივლისი 2021 18:11
    3
    გასაყიდია პუჩი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 ივლისი 2021 18:00
    1
    კი ბატონო,გავი მეც უფრო მეტად მომწონს მარა 16 წლისაა,ჯერ სარისკოა პირველ გუნდში,1 სეზონი კიდევ დავტოვებდი ბარსა ბ ში,მერე დავაწინაურებდი.პუჩი კიდე ან გააიჯარონ,ან ათამაშოს ამ ხისთავამ ცოდოა რა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #2 27 ივლისი 2021 17:59
    4
    განსაკუთრებულს ვერაფერერს ვხედავ პუჩში, კუმანს ვაბრალევდი თავიდან, მარა ვერაფერია დიდი.
    Culé [?]
    #1 27 ივლისი 2021 17:49
    7
    ჩემი აზრით სანამ ჯერ კიდევ 22 წლისაა და ფასიც ადევს ნორმალური, გასაყიდია პუჩი.