რონალდ კუმანმა 2 ტრანსფერი დაბლოკა

ცნობილი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონამ" 2 შემოთავაზებული ფეხბურთელის ტრანსფერი დაბლოკა.
აღნიშნული წყაროს თანახმად, "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა თავის გუნდში რენატუ სანშეშისა და კრისტიან რომეროს მოყვანაზე უარი განაცხადა.
პორტუგალიელი ნახევარმცველი, რომელიც 23 წლისაა, ამჟამად "ლილის" წევრი გახლავთ, კლუბთან კონტრაქტი კი 2023 წლამდე აკავშირებს.
რაც შეეხება რომეროს, ახალგაზრდა ცენტრალური მცველი იჯარით "ატალანტაში" ასპარეზობს, თუმცა "იუვენტუსის" საკუთრებაა. არგენტინელის ხელშეკრულება 2022 წლამდეა ძალაში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]