ბარსელონა არაუხოს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს - MD

ბარსელონა არაუხოს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს - MD

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" გუნდის ახალგაზრდა ცენტრალური მცველისთვის, რონალდ არაუხოსთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს.

კატალონიური წყარო იტყობინება, რომ "ბარსა" არაუხოსთან მალე ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. "ბლაუგრანაში" მიიჩნევენ, რომ ურუგვაელი უკანახაზელი უკეთეს ხელფასს იმსახურებს. ეს ეხება პედრისაც.

არაუხო ერთ-ერთი ყველაზე მონდომებული ფეხბურთელია. 22 წლის მცველი, კოპა ამერიკაზე მონაწილე სხვა მოთამაშეების მსგავსად, 2 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მან შვებულება შეიმცირა და კატალონიურ გუნდს ნაადრევად შეუერთდა.

რონალდ არაუხო "ბარსას" პირველ გუნდში 2019/20 წლების სეზონში გამოჩნდა. მის აქტივში "ბლაუგრანას" მაისურით 39 მატჩი, 2 გოლი და 1 ასისტია.

ცნობისთვის, არაუხოს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წელს იწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 27 ივლისი 2021 23:07
    0
    უცებ გადავავლე კომენტარებს თვალი და ყველას ერთი რამ ადარდებს, არ დაიტრავმოს. სამწუხაროდ მიდრეკილია. არ ვიცი, შეიძლება არასწორად იკვებება ან ზედმეტი წონა აქვს და ესეც ემატება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 27 ივლისი 2021 16:27
    2
    ნეტა ეს აღარ გაიტრვმოს და არ მინდა არფერი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #7 27 ივლისი 2021 14:31
    0
    ეს ტრამვებისკენ მიდრეკილი თუ არ იქნება ძაან კარგი მცველი გვეზრდება.. მაღალი პლიუს ამ მონაცემების მცველითვის საკმაოდ სწრაფი

    ერთი ასეთი მონაცემების გვინდა რა და 2-3 წელიწადში სუპერ დაცვა გვეყოლება ბალდე რომ დაწინაურდება და იქით ემერსონი რომ გვეყოლება
    Culé [?]
    #6 27 ივლისი 2021 13:44
    3
    შე ცხოველოო,ტრამვიანობას მოუკლოს და ერთ-ერთი საუკეთესო იქნება მსოფლიოში
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #5 27 ივლისი 2021 13:14
    2
    ტრავმები მოიშოროს და მეორე ვანდეიკია ტიპი. დრიბლინგით ვერავინ გაცდა ჯერ. ატკეტიკოსთან მეორე მატჩში ძაან კლასნი იყო.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 ივლისი 2021 12:33
    1
    მართლა ეს არ დაიტრამვოს და საფიქრალი აღარ გვექნება დაცვაზე.
    Culé [?]
    #3 27 ივლისი 2021 12:05
    1
    ამან ტრამვები არ მიიღოს და მეტი არაფერი არმინდა 🙏💜 ეს რო დგას დაცვაში რაღაცნაირად მშვიდად ვარ
    ფანი [?]
    #2 27 ივლისი 2021 11:53
    2
    კაია💞💞
    ფანი [?]
    #1 27 ივლისი 2021 11:53
    3
    ეს ფიზუკირად მოიხოდოს,ტრამვა აღარ მიიღოს და დელიხტის დდშვც ამასთან შედარებით❤მეორე ვანდეიკია ტიპი