ბარსელონასთან ერთად სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი - ერიკ გარსია

ბარსელონასთან ერთად სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი - ერიკ გარსია

კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეული, ერიკ გარსია ცნობილ ჟურნალისტთან, ჟერარ რომეროსთან ინტერვიუში საინტერესო საკითხებზე საუბრობს:

"ბარსაში" პრეზენტაციის დღე შესანიშნავი იყო. გუნდთან ერთად სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი.
თავდამსხმელი, რომლის გამკლავებაც ყველაზე მეტად გამიჭირდა? მოჰამედ სალაჰი (ამ კომენტარისას საუბარში პაუ ტორესიც ერთვება, რომელიც ყველაზე რთულ მეტოქედ, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია, ლეო მესის ასახელებს).
პეპ გვარდიოლასგან ბევრი რამ ვისწავლე - მატჩისთვის მომზადება, სტრატეგია და ა.შ. ყველაფერი, რაც თამაშს ეხება.

20 წლის ცენტრალურმა მცველმა, რომელიც "ბლაუგრანას" თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ შეუერთდა, კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 ივლისი 2021 11:15
    0
    დაცვას მიხედე ერიკ დაცვას.