იუვენტუსი პიანიჩის შეძენის ფორმულას შეიმუშავებს - Sport

იუვენტუსი პიანიჩის შეძენის ფორმულას შეიმუშავებს - Sport

Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსი" გუნდის ყოფილი და "ბარსელონას" ამჟამინდელი ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩს დაბრუნებას ისევ ცდილობს.

წყაროს ცნობით, ტურინული კლუბი ეძებს ფორმულას, რომლის საშუალებითაც ბოსნიელ ფეხბურთელს გაიფორმებს.

ვრცელდება ცნობები, რომლის თანახმადაც, "იუვენტუსი" აარონ რემზის ტრანსფერთან დაკავშირებით "ვულვერჰემპტონთან" და "ტოტენჰემთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. იტალიელები უელსელი შუახაზელის გაყიდვასთან ახლოს არიან, რაც პიანიჩთან პირდაპირ კავშირშია. "იუვედან" რემზის წასვლა, ფაქტობრივად, მირალემის "ბიანკონერიში" მისვლას ნიშნავს. 31 წლის ფეხბურთელის დაბრუნება ტურინელთა მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის დიდი სურვილია.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ბარსამ" პიანიჩს აცნობა, რომ იგი გუნდის გეგმებში არ შედის. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ბოსნიელი, "ბლაუგრანაში" გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, კვლავ "იუვენტუსს" მიაშურებს.

მირალემ პიანიჩმა გასულ სეზონში "ბარსელონას" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა. მან მოედანზე მხოლოდ 1 295 წუთი გაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 27 ივლისი 2021 11:19
    0
    ისე 30 თამაში კი მოუსწრია, მაგრამ ძალიან ცუდია რომ ვერ ვიგონებ რომელიმე თამაშს ოდნავ რო თავი გამოეჩინოს.
    ფანი [?]
    #6 27 ივლისი 2021 00:01
    0
    მოხუც ქალბატონს მართლა თუ უნდა მირალემის დაბრუნება გადაიხადონ თანხა ან ნორმალური ფეხბურთელები შემოგვთავაზონ პიანიჩის სანაცვლოდ, რა ჯანდაბაა პიანიჩის გაცვლა უნდათ ვიღაცა ბენტაკურებში და 30+ ფეხბურთელებში, ესენი გვეღადავებიან თუ რამე წამლის ზემოქმედების ქვეშ არიან :დდ
    --------------------
    #ხავიჰამოდირა
    ფანი [?]
    #5 26 ივლისი 2021 22:31
    0
    Ლენგლე+ პიანიჩი წაიღეთ და დე ლიხტი დადეთ joy
    --------------------
    Დემბელე მოკვდი
    გულშემატკივარი [?]
    #4 26 ივლისი 2021 21:23
    3
    ციტატა: M10 S9 D11
    რა ფორმულა და ამოცანა მაგას უნდა არტურში გაცვალონ ისევ

    არტური რაღა ბართომეუდ გვინდა. ეგ უკანპასა ცრუ ტალანტი
    Culé [?]
    #3 26 ივლისი 2021 21:14
    0
    ძალიან კარგი სკამის ხეხვას ისევ იუვეში წასვლა ერჩივნოს ..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 ივლისი 2021 20:31
    0
    რა ფორმულა და ამოცანა მაგას უნდა არტურში გაცვალონ ისევ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 26 ივლისი 2021 20:18
    0
    გზა დაგვილოცნია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.